ვისენტე დელ ბოსკე: ჩემპიონთა ლიგაში ესპანური ფინალის ნახვა მინდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წილისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, 12 აპრილს ნიონში გამართულმა წილისყრამ "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" დააპირისპირა, მადრიდის "რეალი" - დორტმუნდის "ბორუსიას".

"ის, რომ ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდში ორი ესპანურია, ჩვენი ფეხბურთის წარმატებაზე მეტყველებს. პირადად მე, ძალიან მინდა,  ფინალიც ესპანური ვიხილო.

ჩვენ გუნდებს ვურჩევდი, ყურადღება არ მოადუნონ და არ დაუშვან მეტოქის შეუფასებლობა. მით უმეტეს, საუბარია ძალიან ძლიერ მეტოქეებზე. მერე რა, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" "მალაგასთან" შთამბეჭდავად ვერ ითამაშა...",
- თქვა დელ ბოსკემ.

ასევე იხილეთ:
კლასიკო "უემბლიზე"? - ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის 1/2 ფინალის კენჭისყრა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოხარშული წაბლი არა გინდა? :-)
Giorgipirweli
09:31 14-04-2013
0

სიახლეები პოპულარული