ლეო მესი და კარლეს პუიოლი "ბაიერნთან" ითამაშებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექიმებმა დაადასტურეს, რომ 25 წლის ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისთვის, "ბაიერნის" წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა ლიგის მეოთხედფინალში, პარიზში მიიღო - მუხლის ხრტილი დაიზიანა. მართალია, ლეომ პსჟ-სთან საპასუხო მატჩის მეორე ტაიმი ითამაშა, მაგრამ მას ექიმებმა "სარაგოსასთან" თამაში აუკრძალეს. არგენტინელი ჯანზეა, თუმცა ლა ლიგის მომავალი ტურის მატჩი "ლევანტეს" წინააღმდეგ შეიძლება მაინც გამოტოვოს.

ასევე, მწვანე შუქი აუნთეს გუნდის კაპიტან კარლეს პუიოლს - მიუნხენში ვეტერანი მცველიც ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი - "უბედურ ვარსკვლავზე" დაბადებული
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული