"დღევანდელი მსაჯობა ნამდვილად ცუდი იყო. არასწორი გადაწყვეტილებები მრავლად იყო, რომლებმაც შედეგზე იქონია გავლენა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მსაჯობის მხრივ, არ გვიმართლებს, თუმცა ეს არაა გამოსავალი "ბარსელონასთვის", - თქვა როურამ.
შეგახსენებთ, რომ ბაიერნი-ბარსელონას მატჩს ვიქტორ კაშაი სჯიდა.
"პირველ რიგში, "ბაიერნს" უნდა მივულოცოთ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
ვერ ვიტყვი, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ბაიერნმა" ანგარიში
"ბაიერნი" ფიზიკურად მძლავრი გუნდია. ჩვენ კი სილაღე გვაკლდა. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ვიცით, რომ დღევანდელი სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ "ბარსელონა" ვართ. საპასუხო შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ, "ბაიერნი" დავამარცხოთ. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ", - აღნიშნა როურამ.
მომზადებულია AS-ისა და uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]