არიენ რობენი: დღეს ჩვენ იდეალური მატჩი ჩავატარეთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

23 აპრილს, "ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"ბოლო ხუთი წელი ევროპაში "ბარსელონა" დომინირებდა და ამის გამო შეგვიძლია ვიამაყოთ ამ გამარჯვებით.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია თავს მოდუნების უფლება მივცეთ და წინასწარ ვიზეიმოთ შემდეგ რაუნდში გასვლა. წინ კიდევ ერთი მატჩია.

დღეს იდეალური მატჩი ჩავატ
არეთ, მოედნის ყოველი გოჯისთვის ვიბრძოლეთ და შეტევისთვის "ბარსელონას", უბრალოდ, სივრცე არ დავუტოვეთ. მათ გატანის რეალური შანსი სულ ერთხელ და ორჯერ ჰქონდათ",
- თქვა რობენმა.

ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული