"დორტმუნდთან" "რეალის" კარში ისევ დიეგო ლოპესი იდგება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის წინ მადრიდის "რეალის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს კიდევ ერთხელ მოუწია იკერ კასილიასთან დაკავშირებული უხერხული კითხვების მოსმენა.

კითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს იკერ კასილიასთან, ჟოზე მოურინიომ შემდეგი უპასუხა:

"მე და კასილიასს პროფესიული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, როგორც ეს ეკადრება კარგად აღზრდილ ადამიანებს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იდგება "დორტმუნდის" წინააღმდეგ "რეალის" კარში, ეს უკვე გადავწყვიტე - დიეგო ლოპესი".

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც იკერ კასილიასმა ხელი მოიტეხა, "რეალმა" "სევილიადან" დიეგო ლოპესი შეიძინა. მას მერე ჟოზე ლოპესს ენდობა და გამოჯანმრთელებულ კაპიტანს
არ ათამაშებს.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "რეალისთვის" მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს
ბორუსია VS რეალი: 15 წლის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული