ანხელ დი მარია: "დორტმუნდთან" მატჩებში ბოლომდე დავიხარჯებით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან შედარებით, თამაში გააუმჯობესა.

არგენტინელის თქმით, "სამეფო კლუბს" გერმანელების წინააღმდეგ გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" და "ბორუსია" ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. პირველ შეხვედრაში დორტმუნდელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს, ხოლო მეორე მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

"როცა გერმანელებს პირველად ვეთამაშეთ, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

თავიდან ყველაფერი არცთუ ისე კარგად მიდიოდა, მაგრამ ნელ-ნელა საქმეები გამოსწორდა. დაცვა უფრო დამაჯერე
ბლად ათამაშდა, ხოლო ჩვენ საკუთარ ძალებში რწმენა დავიბრუნეთ.

ახლა "დორ
ტმუნდი"
უფრო მრისხანე ძალაა. მათ პატივი უნდა ვცეთ, რადგან ბოლო-ბოლო, "ბორუსია" ნახევარფინალშია. ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ამ შეხვედრებში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ",
- თქვა დი მარიამ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბორუსია VS რეალი: 15 წლის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული