"ბედნიერი ვარ, რომ "რეალის" კარში ოთხი გოლის გატანა შევძელი, თუმცა ყველაზე მთავარი ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა. მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა.
რაც შეეხება მატჩს, პირველ ტაიმში "რეალი" კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით", - თქვა ლევანდოვსკიმ.
ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეცხრე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.
პოლონელმა ფეხბურთელმა ასევე მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"ამის შესახებ არაფრის თქმა მსურს", -
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე კონტრაქტი "დორტმუნდთან" 2014 წლის ივნისამდე გრძელდება. ინტერესს ფეხბურთელისადმი ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]