სერხიო რამოსი: არადა, წილისყრის შემდეგ ამბობდნენ, რომ გაგვიმართლა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

24 აპრილს, დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში "ბორუსიამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პოკერი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, ხოლო სტუმართაგან გატანილი ერთადერთი გოლით კრიშტიანო რონალდო გამოირჩა.

"ჩვენ ყველა, ჩემით დაწყებული, საქმეს უპასუხისმგებლოდ მოვეკიდეთ.

საპასუხო მატჩში, რომელსაც საკუთარ კედლებში გავმართავთ, ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ვალდებულებ
ი ვართ, დანაკარგი ავინაზღაუროთ.

წილისყრის შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ გაგვიმართლა, თუმცა ახლა ყველა ვხედავთ - "დორტმუნდი" ბრწყინვალე გუნდია",
- თქვა რამოსმა.

"რეალსა" და "ბორუსიას" შორის საპასუხო შეხვედრა მადრიდში
30 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
"თუმცა ახლა ყველა ვხედავთ - "დორტმუნდი" ბრწყინვალე გუნდია", - თქვა რამოსმა.
რას ხედავ ახლა, შე გამოთაყვანებულო? წინა ორი თამაშიდან ვერცერთი რო ვერ მოუგეთ, ვერ დაინახე, რომ მაგარი გუნდი იყო?
Giorgipirweli
12:14 25-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული