ჟოზე მოურინიო: ყოველი წუთი უნდა გამოვიყენოთ და გოლი გოლზე გავიტანოთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩამდე საკუთარი გუნდის განწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანო რონალდო თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გერმანიაში "დორტმუნდის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. ოთხივე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]


"ძნელია თქვა, რა მათემატიკური შანსები გვაქვს. უკვე ყველაფერი ვუთხარი ფეხბურთელებს. ყველაზე მთავარი იყო იმ შეცდომებზე საუბარი, რომლებ
იც გერმანიაში დავუშვით. ის ანგარიში სამართლიანი იყო, "დორტმუნდმა" გამარჯვება დაიმსახურა.

ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი.
რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, მაგრამ საკუთარი თამაშისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ.

ყოველი წუთი უნდა გამოვიყენოთ და გოლი გოლზე გავიტანოთ, სანამ არბიტრი მატჩს არ დაასრულებს.

ვგრძნობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია "რეალისთვის" ბოლო 10 წლის განმავლობაში.

თუმცა მსგავსი გრძნობა დორტმუნდშიც მქონდა და ისე ვითამაშეთ, თითქოს ეს ამხანაგური მატჩი იყო.

სეზონის დაწყებიდან "დორტმუნდს" ტურნირის მოგების პრეტენდენტად მივიჩნევდი.

კრიშტიანო რონალდო ჯანმრთელადაა, ხოლო არბელოა და მარსელო ტრავმირებულები არიან",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იიიი ტაში ჟოზე ტაშიიიი. დორტმუნდს ძინავს ხო? ცარიელი ლაყაფი ხარ შენს თავს ვფიცავარ
Joze
13:33 30-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული