53 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ ნახევარფინალურ მატჩში გერმანელთა მიერ ესპანური გრანდების განადგურებაა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" შინ 4:0 გადაურბინა "ბარსელონას", ხოლო "დორტმუნდმა" 4:1 აჯობა "რეალს".
"ფეხბურთი თაობებით განისაზღვრება. ბოლო წლებში ესპანელებს მაგარი გუნდი ჰყავდათ და ესპანეთში ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ყოველ ციკლს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. ასევე მოხდა იტალიელებისა და ბრაზილიელების შემთხვევაშიც. ახლა მწვერვალზე ასვლას გერმანული ფეხბურთი ცდილობს",