აბსოლუტური სიგიჟე - ფინალზე დასწრება "ბორუსიას" ნახევარ მილიონ ფანს სურს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად 502 567 გულშემატკივრის განაცხადი მიიღო, რომელშიც იურგენ კლოპის გუნდი მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

განაცხადების შეტანის ვადა კვირას ამოიწურა, ბილეთების გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს კი კლუბში "აბსოლუტური სიგიჟე" უწოდეს.

ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე გასამართ შეხვედრაში "ბორუსიასთვის" სულ 24 042 ადგილია გამოყოფილი, ბილეთის ნომინალური ფასი კი 60 ფუნტს შეადგენს.

"ტელეგრაფი" ირონიულად აღნიშნავს, რომ გერმანელ გულშემატკივრებს, რომლებიც თავიანთ ჩემპიონატში ბილეთის დაბალ ფასს არიან დაჩვეულნი, ლონდონური ფინალ
ის ბილეთი შესაძლოა იმაზე ძვირიც დაუჯდეთ, ვიდრე ბუნდესლიგის სეზონური აბონემენტი.

ასევე იხილეთ:
ეს "ბაიერნი" სასწაულია, ის "ბარსელონა" ისტორიას დარჩება
რეალი-დორტმუნდის გამოხმაურება: "ბორუსია" ამას იმსახურებდა!
უპრეცედენტო პერფორმანსი "ბორუსიას" ფანების შესრულებით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული