კარლ-ჰაინც რუმენიგე: ორ კვირაში "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკუთარი გუნდის გამარჯვების სჯერა.

რუმენიგემ ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის მუშაობა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "უემბლიზე" ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" დაუპირისპირდებიან.

"ეს გუნდი უკვე მაშინებს. 2010 წლისა (მადრიდი) და 2012 წლის (მიუნხენი) გაკვეთილი კარგად ავითვისეთ. ორი კვირის შემდეგ ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

იუპ ჰაინკესი ყოველთვის პოულობდა იმ სიტყვებს, რომლებ
იც 20 სუპერვარსკვლავს სჭირდებოდა. ეს ნამდვილად ოსტატის სამუშაო იყო.

მე ვიცი, რომ
არის კიდევ ერთი მწვრთნელი, რომე
ლიც ამტკიცებს, რომ ეს ტიტული მას ეკუთვნის, თუმცა ეს ჯილდო იუპ ჰაინკესისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება", - თქვა "ბაიერნის" ბოსმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული