მატს ჰუმელსი: რობერტ ლევანდოვსკი "ბორუსიას" დატოვებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა მიუნხენის "ბაიერნთან" ანგარიშით 2:1 წააგო, Mediaset Premium-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "ბორუსიას" ამ ზაფხულს დატოვებს.

"გუნდში უკვე ყველამ იცის ლევანდოვსკის გადაწყვეტილების შესახებ. ის წავა და ამის გამო დამწუხრებულები ვართ. თუმცა ამავე დროს "ბორუსია" მისით ამაყობს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გუნდში ახალი ლევანდვოსკი მოვა",
- თქვა ჰუმელსმა.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია სად გადავა პოლონელი ფორვარდი, ვრცელდება ცნობები, რომ ლევანდოვსკი "ბაიერნში" ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდება.

წლევანდელ
სეზონში ლევანდოვსკიმ "ბორუსიას" შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, სადაც 34 გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-ბაიერნი 1:2 - ჰაინკესის გუნდის სრული ტრიუმფი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული