მარკო როისი: ბოლომდე დაცლილი ვარ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევამცველმა მარკო როისმა მიუნხენის "ბაიერნთან" (1:2) ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მატჩზე ისაუბრა.

"ბოლომდე დაცლილი ვარ. ძალიან ახლოს ვიყავით ტიტულთან. ბოლო წუთებზე გაშვებულმა გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. რაღა უნდა ვილაპარაკო ამაზე, თუმცა კარგი თამაში ვაჩვენეთ, გვინდოდა მოგება, მაგრამ ვერ მოვიგეთ.

მგონია, ყველა მიხვდა, რომ "ბაიერნი" დღეს დაუმარცხებელი სულაც არ იყო. "ბაიერნი" პატივისცემით მოგვექცა, როგორც ამას ვიმსახურებთ. ეს პირველ ტაიმში გამოჩნდა, მაგრამ მოვრჩეთ ამაზე. ტიტული ვერ მოვიგეთ, მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა",
- თქვა როისმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე
იხილეთ:
დორტმუნდი-ბაიერნი 1:2 - ჰაინკესის გუნდის სრული ტრიუმფი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული