ბოლო ტურის წინ გათამაშებას სოფიის "ლევსკი" ლიდერობდა, რომელმაც, მოულოდნელად, შინ თანაქალაქელ "სლავიას" ვერ აჯობა (1:1), რამაც "ლუდოგორეცს" საშუალება მისცა, "ლევსკისთვის" ერთი ქულით გადაესწრო და შარშან მოპოვებული საჩემპიონო ტიტული შეენარჩუნებინა.
ეს ინფორმაცია კი ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ თბილისის "დინამოს" ბედი პირდაპირ იყო დამოკიდებული ბულგარეთის ჩემპიონის ვინაობაზე - "ლევსკის" ჩემპიონობის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი იქნებოდა, "ლუდოგორეცის" მიერ მოპოვებული ტიტულის წყალობით კი "დინამო" განითესება, რაც მის მესამე ეტაპზე გასვლის
"დინამოს" სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია:
ჟელეზნიჩარი (ბოსნია)
ჰაფნარფიორდური (ისლანდია)
დიორი (უნგრეთი)
ტნს (უელსი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
სლიგო როვერსი (ირლანდია)
შახტიორი (ყაზახეთი)
შკენდერბეუ (ალბანეთი)
ბირკირკარა (მალტა)
სტრეიმური (ფარერები)
კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია)
დაუგავა (ლატვია)
ტრე პენიე (სან მარინო)
სუტიეჩკა (ჩერნოგორია)
ნიმე კალიუ (ესტონეთი)
ტურნოვო (მაკედონია)
ფოლა (ლუქსემბურგი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროსეზონი ახლოვდება: რას უმზადებს ქართულ კლუბებს წილისყრა