ცნობილია ევროტურნირების ოთხივე მონაწილე - ჩემპიონთა ლიგაში თბილისის "დინამო" იასპარეზებს, ხოლო ევროპის ლიგაში გორის "დილა", ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა" მოსინჯავენ ძალებს.
მართალია, ჯერ წინაა საქართველოს თასის ფინალი, მაგრამ რადგან ფინალში ერთმანეთს მოწინავე ოთხეულის წარმომადგენლები, "დინამო" და "ჩიხურა" დაუპირისპირდებიან, ძალთა ბალანსი არ შეიცვლება და ევროარენაზე გამსვლელი ოთხეული უცვლელი დარჩება.
საინტერესოა, რა ბედი ელის ზემოთ ნახსენებ ოთხ კლუბს ევროთასების წილისყრისას.
რაღა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, იქნება
თბილისის დინამო
დავიწყოთ "დინამოთი", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ბოლო წლებში საკმაოდ ნორმალური რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ შარშანდელი ევრობატალიები საერთოდ გამოტოვა, მდგომარეობა მკვეთრად გაიუარესა. სწორედ ამის გამო ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა დედაქალაქური კლუბი განთესილი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე.
ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ გახდება ჩემპიონი ზოგიერთ ქვეყანაში - რეიტინგული თუ ნაკლებად რეიტინგული კლუბები.
"დინამო" განთესვა-არგანთესვის მიჯნაზეა და პრივილეგირებულთა შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეცი" გახდება.
სხვათა შორის, აღნიშნულ კლუბს ტიტულის მოპოვების მშვენიერი შანსი აქვს - გათამაშებას ლიდერობს და ჩემპიონატის ფინიშამდე სამი ტურით ადრე სოფიის "ლევსკის" 2 ქულით უსწრებს, თუმცა მასთან სტუმრად ელის გადამწყვეტი მატჩი.
განთესვის შემთხვევაში, "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:
ჟელეზნიჩარი (ბოსნია)
ჰაფნარფიორდური (ისლანდია)
დიორი (უნგრეთი)
ტნს (უელსი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
სლიგო როვერსი (ირლანდია)
შახტიორი (ყაზახეთი)
შკენდერბეუ (ალბანეთი)
ბირკირკარა (მალტა)
სტრეიმური (ფარერები)
კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია)
დაუგავა (ლატვია)
ტრე პენიე (სან მარინო)
სუტიეჩკა (ჩერნოგორია)
ნიმე კალიუ (ესტონეთი)
ტურნოვო (მაკედონია)
ფოლა (ლუქსემბურგი)
ხოლო თუ განთესილთა შორის ვერ მოხვდა, დუშან უჰრინის გუნდს მძიმე გამოცდა ელის ჩამოთვლილთა შორის ერთ-ერთთან დაპირისპირებაში.
ბატე (ბელორუსი)
სელტიკი (შოტლანდია)
სტიაუა (რუმინეთი)
პლზენი (ჩეხეთი)
დინამო (ხორვატია)
პარტიზანი (სერბეთი)
ლეგია (პოლონეთი)
შერიფი (მოლდოვა)
მარიბორი (სლოვენია)
სლოვან ბრატისლავა (სლოვაკეთი)
ელფსბორგი (შვედეთი)
მაქაბი თელ-ავივი (ისრაელი)
მიოლდე (ნორვეგია)
ჰელსინკი (ფინეთი)
ეკრანასი (ლიტვა)
ნეფთჩი (აზერბაიჯანი)
ლევსკი (ბულგარეთი)
როგორც ხედავთ, ამ ორ სიას შორის ძალიან მკვეთრი სხვაობაა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ჩამონათვალი მიახლოებითია, რადგან ზოგ ქვეყანაში ჩემპიონი ჯერ არ გამოვლენილა.
მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:
ბაზელი (შვეიცარია)
ბატე (ბელორუსი)
სელტიკი (შოტლანდია)
სტიაუა (რუმინეთი)
პლზენი (ჩეხეთი)
დინამო (ხორვატია)
პარტიზანი (სერბეთი)
ლეგია (პოლონეთი)
აუსტრია (ავსტრია)
აპოელ (კვიპროსი)
გორის დილა
გადავინაცვლოთ ევროპის ლიგაზე, სადაც ქართული კლუბები პირველი რაუნდიდან დაიწყებენ ასპარეზობას. მათგან განთესილი მხოლოდ "დილა" იქნება, რომლის სავარაუდო მეტოქეები არიან:
ბოტევი (ბულგარეთი)
გლენტორანი (ჩრდ. ირლანდია)
მეტალურგ სკოპიე (მაკედონია)
მილსამი (მოლდოვა)
ვარდარი (მაკედონია)
ირტიში (ყაზახეთი)
ჟენეს ეში (ლუქსემბურგი)
კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია)
სანტა კოლომა (ანდორა)
ჟალგირისი (ლიტვა)
მარიეჰამნი (ფინეთი)
მიკა (სომხეთი)
იბვ (ისლანდია)
სლიმა (მალტა)
ჰიბერნიანსი (მალტა)
ტირასპოლი (მოლდოვა)
დროჰედა (ირლანდია)
ტრანს ნარვა (ესტონეთი)
განძასარი (სომხეთი)
ასტანა (ყაზახეთი)
ტეუტა (ალბანეთი)
იფ (ფარერები)
ლა ფიორიტა (სან მარინო)
სეზონის დასრულების შემდეგ ამ სიას კიდევ რამდენიმე კლუბი შეემატება.
ქუთაისის ტორპედო და საჩხერის ჩიხურა
განუთესავმა ქართულმა კლუბებმა კი საქმე შემდეგ მეტოქეებთან შეიძლება დაიჭირონ:
რუსენბორგი (ნორვეგია)
ჟილინა (სლოვაკეთი)
დებრეცენი (უნგრეთი)
ცსკა სოფია (ბულგარეთი)
ვენტსპილსი (ლატვია)
ტრომსიო (ნორვეგია)
აკტობე (ყაზახეთი)
გომელი (ბელორუსი)
ყარაბახი (აზერბაიჯანი)
ვოივოდინა (სერბეთი)
მალმიო (შვედეთი)
პანდური (რუმინეთი)
რეიკიავიკი (ისლანდია)
ინტერ ტურკუ (ფინეთი)
დაჩია (მოლდოვა)
ლევადია (ესტონეთი)
ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)
ვალეტა (მალტა)
მეტალურგსი (ლატვია)
გეფლე (შვედეთი)
პიუნიკი (სომხეთი)
ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)
ინტერი (აზერბაიჯანი)
სკონტო (ლატვია)
შიროკი ბრიეგი (ბოსნია)
სუდუვა (ლიტვა)
ვადუცი (ლიხტენშტაინი)
ფლორა (ესტონეთი)
ხაზარი (აზერბაიჯანი)
ტორსჰავნი (ფარერები)
ტპს (ფინეთი)
მტკ (უნგრეთი)
მეორე ეტაპის სავარაუდო მოწინააღმდეგეებზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა 24 ივნისს გაიმართება, ევროსეზონი კი 2 ივლისს დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"