დუშან უჰრინი: ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშს ვაპირებთ!

AutoSharing Option
16 ივლისს, თბილისის "დინამო" ფარერების "სტრეიმურთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს.

15 ივლისს საღამოს გუნდებმა "დინამო არეანზე" ივარჯიშეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელებმა მატჩისწინა პრესკონფერენციები გამართეს.

რუნი ნოლსოე ("სტრეიმურის" მთავარი მწვრთნელი):
"ყველანაირად ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. ვიცით, რომ საკმაოდ ძლიერ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება".

ლევი ჰანსენი ("სტრეიმურის" ფეხბურთელი):
"ვემზადებით მატჩისთვის. ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება, თუმცა ჩვენ ყველანაირად მზად ვართ და შევეცდებით, რომ ჩვენთვის მისაღებ შედეგს მივაღწიოთ.

დუშან უჰრინი (თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"დიდი ხანი ველოდით ამ დღეს. არ მინდა
ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ის საკმაოდ უხერხული მოწინააღმდეგეა, რომელიც ცდილობს, კარგი ფეხბურთი ითამაშოს.

თუმცა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ეტაპი გავიაროთ, რადგან ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვაპირებთ ასპარეზობას.

დავით კვირვკელია ("დინამოს" ფეხბურთელი):
"ნებისმიერ გუნდთან სათანადოდ მომზადებაა საჭირო და მოწინაღმდეგის არდაფასება არ შეიძლება.

თითეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რომ ეს ეტაპი უნდა დავძლიოთ, მეტოქე გინდ ძლიერი იყოს, გინდ სუსტი...

ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი მზადაა, ხვალინდელ მატჩში მოედანზე გასასვლელად და სათამაშოდ".





მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენც მაგას ველოდებით.წარმატებები!
guja_kakhadze
01:10 16-07-2013
0
ბილეთები რა ეღირება ხო არ იცით
lekso89
00:52 16-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული