პირველი ტაიმი თავიდან ბოლომდე ქართველთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა აშკარა საგოლე მომენტების მიუხედავად, 39-ე წუთამდე ანგარიში ვერ გაიხსნა.
გოლი სუფთა ესპანური გამოდგა - ჩისკომ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა და მცველმა უსტარიცმა თავურით გაიტანა - 1:0.
ამას მოჰყვა მეტად კურიოზული გოლი "დინამოს" კარში. 42-ე წუთზე დარკო გლიშიჩმა "დინამოს" ცარიელი კარი დალაშქრა, არადა, გლიშიჩი "დინამოს" ლეგიონერია - 1:1.
"დინამოს" პასუხი უმალვე შედგა - 43-ე წუთზე
მეორე ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში (72-დან 82-მდე) თბილისის "დინამომ" 4 გოლი გაუტანა მეტოქეს და გაანადგურა.
ჯერ ელგუჯა გრიგალაშვილმა ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით 2-გოლიანი უპირატესობით დააწინაურა "დინამო" - 3:1.
75-ე წუთზე გრიგალაშვილის პასით ჩისკომ გაიტანა ახლო მანძილიდან - 4:1.
77-ე წუთზე დებიუტანტმა პატრიკ ვუომ შესანიშნავად იმოქმედა საჯარიმოში - 5:1.
81-ე წუთზე კოტდივუარელმა სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა (20 წუთში).
საპასუხო მატჩი ფარერების კუნძულებზე უკვე ფორმალობაა.
დინამო (ნომრების მიხედვით): ლორია, ძარია (23. გრიგალაშვილი), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (88. ხოჭოლავა), დვალი (70. ვუო), უსტარიცი, კვირკველია.