პირველი ტაიმი თავიდან ბოლომდე ქართველთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა აშკარა საგოლე მომენტების მიუხედავად, 39-ე წუთამდე ანგარიში ვერ გაიხსნა.
გოლი სუფთა ესპანური გამოდგა - ჩისკომ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა და მცველმა უსტარიცმა თავურით გაიტანა - 1:0.
ამას მოჰყვა მეტად კურიოზული გოლი "დინამოს" კარში. 42-ე წუთზე დარკო გლიშიჩმა "დინამოს" ცარიელი კარი დალაშქრა, არადა, გლიშიჩი "დინამოს" ლეგიონერია - 1:1.
"დინამოს" პასუხი უმალვე შედგა - 43-ე წუთზე
მეორე ტაიმის 10-წუთიან მონაკვეთში (72-დან 82-მდე) თბილისის "დინამომ" 4 გოლი გაუტანა მეტოქეს და გაანადგურა.
ჯერ ელგუჯა გრიგალაშვილმა ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით 2-გოლიანი უპირატესობით დააწინაურა "დინამო" - 3:1.
75-ე წუთზე გრიგალაშვილის პასით ჩისკომ გაიტანა ახლო მანძილიდან - 4:1.
77-ე წუთზე დებიუტანტმა პატრიკ ვუომ შესანიშნავად იმოქმედა საჯარიმოში - 5:1.
81-ე წუთზე კოტდივუარელმა სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა (20 წუთში).
საპასუხო მატჩი ფარერების კუნძულებზე უკვე ფორმალობაა.
დინამო (ნომრების მიხედვით): ლორია, ძარია (23. გრიგალაშვილი), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (88. ხოჭოლავა), დვალი (70. ვუო), უსტარიცი, კვირკველია.
რა ხდება!? კოკაია
ფედერაციის დახმარებით გორგიაშვილს დისკვალიფიკაციაზე უშვიბსო.დომენტიმ საკუთარ სინდისში ჩაიხედა დაპატიოსანი კოკაია და უწესო გორგიაშვილი დაინახა. გამოეთრიე ფედერაციიდან სანამ ცოცხით
გამოგვიგდიხარ!