ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
19 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

თბილისის "დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის "სტიაუასა" და მაკედონიის "ვარდარს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ "სტიაუამ" შინ "ვარდარს" ანგარიშით 3:0 სძლია, ამიტომ თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე "სტიაუა" უფრო იქნება.

აქვე გეტყვით, რომ "დინამომ" შინ "სტრეიმურს" ანგარიშით 6:1 მოუგო და საპასუხო მატჩს ფარერებში 23 ივლისს ჩაატარებს.

"დინამო" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საკუთარ კედლებში 30/31 ივლის გამართავს, ხოლო 6/7 აგვისტოს მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
ევროპის ლიგაზე
"დილასა" და "ჩიხურას" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმ ეტაპზე სადაც სტიაუსას უნდა შეხვდეს დინამო სუსტი მეტოქე არ არსებოს, შეიძლება სახელით სუსტი იყოს ზოგიერთი გუნდი მაგარამ თამაშით ძლიერი,ასე რომ ყურების ჩამოყრა არაა საჭირო,თამაშია საჭირო,ჯიგრული თამაში...
dinamoeli
10:19 20-07-2013
0
მართლაც კარგი გუნდია სტიაუა.იმედი მაქვს დაიმატებენ კიდევ ფეხბურთელებს მანამდე,თორემ ძაან გაგვიჭირდება ბარიერის გადალახვა, არადა თან დიდი დრო არც რჩება..თუ ვინმეს ყიდვას აპირებენ, დღეს ან ხვალ უნდა წარადგინონ და ოთხშაბათს უკვე ათამაშონ, რომ ცოტა მაინც შეთამაშდნენ
dato
08:00 20-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული