გორის "დილას" მეტოქე ხორვატიის "ჰაიდუკსა" და მაკედონიის "ტურნოვოს" წყვილში გამოვლინდება. "ტურნოვომ" სტუმრად პირველი შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმო.
"დილა" მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს.
ქართულმა გუნდმა პირველი მატჩი შინ დანიურ "ოლბორგთან" ანგარიშით 3:0 მოიგო, ხოლო დანიაში საპასუხო შეხვედრას 25 ივლისს გამართავს.
რაც შეეხება საჩხერის "ჩიხურას", მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში საჩხერელთა მეტოქე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხეთის "სპარტასა" და შვედეთის "ჰაიკენის" წყვილში გამარჯვებული იქნება. ჩეხეთში პირველი
ამ წყვილის გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს.
საჩხერის "ჩიხურამ" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი "თუნთან" გასვლაზე ანგარიშით 0:2 წააგო და 25 ივლისს შვეიცარიის გუნდს საქართველოში მიიღებს.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 1 და 8 აგვისტოს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
თუნი-ჩიხურა 2:0: ყველაფერი თბილისში გადაწყდება