"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის 2012/13 წლების სეზონის გათამაშებაში კლუბების შემოსავლების მონაცემები გამოაქვეყნა.

ტურინის "იუვენტუსმა" 63 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით მიუნხენის "ბაიერნსა" (55) და დორტმუნდის "ბორუსიას" (54.2) გადაუსწრო.

შემდეგ მოდის "მილანი" - 51.4 მილიონი ევროთი. მილანელებმა მადრიდის "რეალსა" (48.4) და "ბარსელონას" გადაუსწრეს (45.5).

რაც შეეხება ევროპალიგას, აქ ყველაზე მეტი "ფენერბაჰჩემ" გამოიმუშავა - 11 მილიონი ევრო.

შემდეგ მოდის ლონდონის "ჩელსი" - 10.7 მილიონი ევროთი, "ლაციო"- 9.5 და "ინტერი" - 8.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული