"კარგ თამაშს ველით. "სტიაუა" ძლიერი გუნდია და ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. თუმცა ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და მეტოქეს შევუტევთ.
შემიძლია ვთქვა, რომ "სტიაუას" ვიცნობ, რუმინელები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და 90 წუთის განმავლობაში შეუძლიათ პრესინგს მიმართონ. ამავე დროს ისინიც იცნობენ ჩემს ხელწერას, რადგან სამი წელი სწორედ რუმინეთში ვმუშაობდი.
ამიტომ კარგი მატჩი გველის. მოედანზე ორი შემტევი გუნდი იქნება და შევეცდებით შეხვედრა ჩვენთვის
თუ მოხდა ისე, რომ გოლი გავიტანეს, ჩვენ ორს გავუტანთ", - თქვა უჰრინმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" შორის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება.