სტიაუა-დინამო 1:1: გადავერთვეთ ევროპალიგაზე

AutoSharing Option
6 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მატჩში თბილისის "დინამო" ბუქარესტის "სტიაუას" ესტუმრა და საპასუხო მატჩი გამართა.

მატჩი 1:1 მორჩა, მაგრამ რადგან თბილისში რუმინელებმა 2:0 იმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში (3:1) ბრძოლას რუმინეთის ჩემპიონი აგრძელებს. "სტიაუა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, ხოლო თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში გადაერთვება.

ანგარიში მასპინძლებმა უკვე მე-6 წუთზე გახსნა იასმინ ლატოვლევიჩიმ, "დინამოელებმა" ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობა ხეირიანად ვერ შექმნეს და რუმინელთა მარცხენა მცველმაც მეკარე გიორგი ლორიას დუელი მოუგო - 1:0.

48-ე წუთზე "დინამომ" ესპანური კომბინაციით გაათანაბრა - ჩისკო
მუნიოსის
პასით ბასკმა უსტარიცმა გაიტანა - 1:1.

დინამო: ლორია - სეთურიძე, კვარაცხელია, უსტარიცი, კვირკველია - გრიგალაშვილი, ხმალაძე, პაპავა (60. გოგა), მერებაშვილი - დვალი (71. ვუო), ჩისკო.

ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
გადავერთვეთ, ჰოოო. აიი, შენი ქართული მ...ან!
odala
09:40 07-08-2013
0
ადრე რატომ იყო წარმატებული "თბილისის დინამო"? ესენია: გენიალური მწვრთნელი, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობა და მუდმივი სწორი სელექცია. ასევე საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ სწრაფგამძლეობის მომატება არის პირველი აუცილებლობა. რამდენ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია 40 წუთში დაფაროს 10 კილომეტრი? ეს თანამედროვე ფეხბურთელისთვის აუცილებელი ტესტია. ამის გარეშე დიდ ფეხბურთს ახლოსაც კი ვერ გავეკარებით და მხოლოდ ილუზიებში ვიცხოვრებთ!
guja_kakhadze
09:15 07-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული