სტიაუა-დინამო 1:1: გადავერთვეთ ევროპალიგაზე

AutoSharing Option
6 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო მატჩში თბილისის "დინამო" ბუქარესტის "სტიაუას" ესტუმრა და საპასუხო მატჩი გამართა.

მატჩი 1:1 მორჩა, მაგრამ რადგან თბილისში რუმინელებმა 2:0 იმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში (3:1) ბრძოლას რუმინეთის ჩემპიონი აგრძელებს. "სტიაუა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, ხოლო თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში გადაერთვება.

ანგარიში მასპინძლებმა უკვე მე-6 წუთზე გახსნა იასმინ ლატოვლევიჩიმ, "დინამოელებმა" ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობა ხეირიანად ვერ შექმნეს და რუმინელთა მარცხენა მცველმაც მეკარე გიორგი ლორიას დუელი მოუგო - 1:0.

48-ე წუთზე "დინამომ" ესპანური კომბინაციით გაათანაბრა - ჩისკო
მუნიოსის
პასით ბასკმა უსტარიცმა გაიტანა - 1:1.

დინამო: ლორია - სეთურიძე, კვარაცხელია, უსტარიცი, კვირკველია - გრიგალაშვილი, ხმალაძე, პაპავა (60. გოგა), მერებაშვილი - დვალი (71. ვუო), ჩისკო.

ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბურთთან მისვლა ამათ ეზარებათ, პასს ესენი ვერ იძლევიან, ბურთს ესენი ვერ ამუშავებენ და რას ვითხოვთ ვერ გავიგე.
დათო
00:09 07-08-2013
0
გადავერთეთ ევროპალიგაზე !! არიქა არიქა ეგეც გათვალეთ! ისსეთი გუნდი უნდა ააშენო რომ სტიაუას თავისუფლად უნდა ვუგებდეთ!!
vaxo
05:11 07-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული