ზაგრების "დინამომ" "აუსტრიას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
68-ე და 75-ე წუთებზე მარინ ლეოვაჩი და მარკო სტანკოვიჩი გამოირჩნენ.
ლონდონის "არსენალმა" სტუმრად "ფენერბაჰჩე" ანგარიშით 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი 51-ე წუთზე კერან გიბსმა გაიტანა, ხოლო 64-ე წუთზე აარონ რემსიმ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 77-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ პენალტი ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გელზერკირხენის "შალკესა" და პაოკ-ს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ჯეფერსონ ფარფანის გოლს სტუმრებმა 73-ე წუთზე
ბუქარესტის "სტიაუა" შინ ვარშავის "ლეგიას" დაუზავდა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა ფედერიკო პიოვაცარის გოლით 34-ე წუთზე მოახერხეს, ხოლო ჯაკუბ კოსეჩკიმ 53-ე წუთზე გაათანაბრა. ლადო დვალიშვილი შეხვედრაში მატჩის ბოლოსკენ ჩაერთო.
"ბაზელმა" კი სტუმრად "ლუდოგორეცის" დამარცხება შეძლო. შვეიცარიელებმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი
დინამო (ზ)-აუსტრია 0:2
გოლები: 0:1 ლეოვაცი (68), 0:2 სტანკოვიჩი (75)
ფენერბაჰჩე-არსენალი 0:3
გოლები: 0:1 გიბსი (51), 0:2 რემსი (64), 0:3 ჟირუ (77)
ლუდოგორეცი-ბაზელი 2:4
გოლები: 0:1 სალა (12), 1:1 მარსელინიო (23), 2:1 სტოიანოვი (50), 2:2 სალა (59), 2:3 სიო (64), 2:4 შარი (83)
შალკე-პაოკ 1:1
გოლები: 1:0 ფარფანი (32), 1:1 შტოხი (73)
სტიაუა-ლეგია 1:1
გოლები: 1:0 პიოვაკარი (34), 1:1 კოსეცკი (53)
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: "მილანი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]