საქმე იმაშია, რომ "მილანმა" მთავარ განაცხადში შეიყვანა სტეფან ელ შაარავი, რომელიც 18 წლისაა და თავისუფლად შეეძლო გუნდის "ბ" განაცხადში მოხვედრა (სადაც 21-წლამდელ ახალგაზრდებს აქვთ მოხვედრის უფლება, რომელთაც ბოლო 2 სეზონი გაატარეს კლუბში).
სამაგიეროდ, ადგილი მბაიე ნიანგისთვის გათავისუფლდებოდა, ვინც უკვე გახდა 21 წლის.
შეცდომა თავის თავზე აიღო "მილანის" დირექტორმა უმბერტო განდინიმ, მაგრამ ამით ნიანგს არაფერი ეშველა.