"მილანმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეცდომით ვერ შეიყვანა მბაიე ნიანგი

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ შეცდომით ვერ მოახერხა ფორვარდ მბაიე ნიანგის შეყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში.

საქმე იმაშია, რომ "მილანმა" მთავარ განაცხადში შეიყვანა სტეფან ელ შაარავი, რომელიც 18 წლისაა და თავისუფლად შეეძლო გუნდის "ბ" განაცხადში მოხვედრა (სადაც 21-წლამდელ ახალგაზრდებს აქვთ მოხვედრის უფლება, რომელთაც ბოლო 2 სეზონი გაატარეს კლუბში).

სამაგიეროდ, ადგილი მბაიე ნიანგისთვის გათავისუფლდებოდა, ვინც უკვე გახდა 21 წლის.

შეცდომა თავის თავზე აიღო "მილანის" დირექტორმა უმბერტო განდინიმ, მაგრამ ამით ნიანგს არაფერი ეშველა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საწყალი ნიანგი
რომან გამგებელი
20:45 04-09-2013
0
მაგან ბარსასთან ისეთი მომენტი გამაზა რო არც უნდა შეეყვანათ...
giorgi
23:41 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული