იკერ კასილიასი მძიმე ტრავმას გადაურჩა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" კაპიტანი იკერ კასილიასი ფორტუნამ ბოლომდე არ გაწირა.

17 სექტემბერს "რეალმა" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე საგარეო მატჩი - 6:1 ("გალათასარაი" გაანადგურა), თუმცა იკერ კასილიასი, რომელიც 238 დღის შემდეგ პირველად თამაშობდა, მე-15 წუთზე გახდა შესაცვლელი.

იკერს თავისივე თანაგუნდელი, სერხიო რამოსი პირველივე წუთზე შეეჯახა და პირველადი ინფორმაციით, ნეკნი გაუტეხა.

18 სექტემბერს ტესტირებამ აჩვენა, რომ ნეკნი მხოლოდ დაბეჟილია და თუ რაიმე გართულება არ მოჰყვა ტრავმას, კლუბის ექიმი გარანტიას იძლევა, რომ იკერი 2 ოქტომბერს, "კოპენჰაგენთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება.

შეგახსენებთ, რომ კასილიასს ხელი შარშანაც თანაგუნდელმა მოსტეხა - ალვარო არბელოამ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბედი არ გინდა...იქამდის არ წავა რეალიდან სანამ არ მოკლავენ?..:)))))))
ნუკრი
23:45 18-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული