ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მნიშვნელობა არა აქვს, პირველი ადგილით გავალთ თუ მეორით

AutoSharing Option
17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ლორან ბლანის "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად გაანადგურა პირეოსის "ოლიმპიაკოსი" - 4:1.

საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში დუბლით გამოიჩინა თავი ტიაგო მოტამ, ერთი გოლი ედინსონ კავანის ანგარიშზეა, ერთიც მარკინიოსის.

მასპინძელთაგან თავი სლოვაკმა ვლადიმირ ვაისმა გამოიჩინა. სხვათა შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

მატჩის შემდეგ შვედმა ფორვარდმა შემდეგი თქვა:

"შეიძლება, ვინც შედეგს ნახავს, იფიქროს, რომ იოლი გასეირნება გვქონდა. ასე ნამდვილად არაა.

აქაურმა ფანებმა ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომ პირველ ტაიმში "ოლიმპიაკოსი" დაფრინავდა.

ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.
იქნება ეს პირველი ადგილი თუ მეორე, სინამდვილეში აზრს მოკლებულია. დღეს კმაყოფილები ვართ, რადგან სამი ქულა ჩვენია"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული