იურგენ კლოპი: მაგრად მივქარე და ბოდიში გუნდსაც მოვუხადე და მსაჯსაც

AutoSharing Option
ნეაპოლში ჩატარებული მატჩის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ნაპოლისთან" წაგებაში თავისი ფეხბურთელები დაადანაშაულა, რომლებმაც, მისი თქმით, არასაკმარისად აგრესიულად ითამაშეს და არ შეასრულეს წინასწარ დასახული გეგმა.

თუმცა იურგენმა ყველაზე მეტად მომხდარის გამო მაინც საკუთარი თავი გაკიცხა...

18 სექტემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "ბორუსია" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძლები იგუაინისა და ინსინიეს გოლებით დაწინაურდნენ, მატჩის მიწურულს კი სუნიგამ საკუთარ კარში შეაგდო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


"ცალსახაა, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. ამ
მატჩში კი ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა.

ახლა ვიცით, რომ შეგვიძლია "ნაპოლის" დამარცხება, თუკი კარგად გავისარჯებით. თუმცა დღეს დასახული გეგმის შესრულება ვერ შევძელით, განსაკუთრებით კი, პირველ ტაიმში.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ორთაბრძოლებს მრავლად ვიგებდით, მაინც არასაკმარისად აგრესიულად ვთამაშობდით. აშკარად ჩანდა, რომ მეტოქე ჩვენი ავტორიტეტის გამო წნ
ეხში იყო", - თქვა კლოპმა.

"ბორუსიამ" მატჩის მეორე ტაიმი 10 მოთამაშით ჩაატარა. არბიტრმა პედრუ პროენსამ შესვენებამდე სტუმართა გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი გააძევა. იქამდე კი, "ნაპოლის" პირველი გოლის შემდეგ, პორტუგალიელმა მსაჯმა თავად კლოპი გააგდო სამწვრთნელო სკამიდან...

"რა თქმა უნდა, გასახდელში არსებული ატმოსფერო უკეთესის სურვილს ტოვებს. ვაიდენფელერის წითელი ბარათი, ჩემი გაძევება და მატს ჰუმელსის ტრავმა რომ არა, ალბათ, დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწევდით.

მაგრამ დღეს ყველაფერი ისე არ გამოვიდა. მივქარე და მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მე მეკისრება. უკვე მოვუხადე ბოდიში გუნდსაც და მსაჯსაც. კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს პირადად ჩემი შეცდომა იყო",
- დასძინა დორტმუნდელთა მწვრთნელმა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული