ხერარდო მარტინო: დღეს თუ ჩავი იყო სათადარიგო, ხვალ სხვა იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ამსტერდამის "აიაქსთან" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს.

18 სექტემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში კატალონიურმა გრანდმა "აიაქსს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ჰეთ თრიქი ლიონელ მესიმ შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი თავის ანგარიშზე ჟერარდ პიკემ მიითვალა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"ჩემთვისაც და კლუბისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა გამარჯვებით დავიწყეთ. ვუბრუნდებით იმ პოზიციას, რომელიც "ბარსელონასთვის" ჩვეული იყო.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, კომბინაციური მოქმედებების თვალსაზრისით. რაც შეეხება შესვენებამდე
ჩვენს გარჯას, ის არცთუ საუკეთესო იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ შეცდომების გამოსწორებაზე, თუმცა თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ.

დღეს ჩავი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ შემდეგ ჯერზეც ძირითადში კიდევ ვიღაც არ იქნება. გუნდის სასტარტო შემადგენლობის ორ პოზიციაზე ნაკრების სამი ფეხბურთელი გვყავს და ამის გამო როტაციას მივმართავთ.

ბევრი ამბობს, რომ გუნდისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილს ვცვლით, მაგრამ ეს ასე არაა. უბრალოდ, ალტერნატიული ვარიანტების ძიებაში ვართ.

კარგად იშრომეს ალვეშმა და ალექსის სანჩესმა. მომეწონა ინიესტას თამაში, რომელიც ფორმაში შედის.

მთლიანობაში, გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო. ამავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ",
- აქვეყნებს მარტინოს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი
მესი
20:35 19-09-2013
0

სიახლეები პოპულარული