ლიონელ მესი: ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი მიზნებიც არის, ვიდრე რაულის დაწევა ბომბარდირობაში

AutoSharing Option
18 სექტემბერს "ბარსელონამ" 4:0 გაანადგურა ამსტერდამის "აიაქსი". "კამპ ნოუზე" განსაკუთრებით ლიონელ მესი გამოირჩა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა.

როგორც "ბარსელონას" ოფიციალური საიტი იუწყება, მესიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჰეთ თრიქების რაოდენობით რეკორდი დაამყარა - მის ანგარიშზე უკვე 4 ჰეთ თრიქია ლიგაზე.

3-3 ჰეთ თრიქი აქვთ მარიო გომესს, რომელიც ახლა "ფიორენტინაში" თამაშობს და ფილიპო ინძაგის, "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს.

ამასთან, ლეოს ანგარიშზე ლიგაში უკვე 62 გოლია, ის მეორე ადგილზეა და მხოლოდ "რეალის" ლეგენდა რაულ გონსალესს ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 71 გოლია.

"მოხარული ვარ,
რომ უკვე 62 გოლი მაქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ უფრო ის მიხარია, რომ გუნდმა გაიმარჯვა და თანაც, მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა.

სხვათა შორის, "აიაქსი" მომეწონა. ისინი შეეცადნენ ჩვენთვის ბურთის წართმევას და თამაშის კონტროლირებას! სასიამოვნოა ისეთ მეტოქესთან თამაში, რომელიც ცდილობს, ღია ფეხბურთი გეთამაშოს.

რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება, როცა რაულს ბომბარდირთა დავაში გადავასწრებ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. გუნდს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს. უნდა ვეცადოთ თასის მოგებას. გოლები და რეკორდი კი თავისით მოვა, ამ სეზონში თუ არა, შემდეგში მაინც
" - განუცხადა 26 წლის არგენტინელმა უეფას საიტს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული