ლუჩანო სპალეტი: მადრიდის "ატლეტიკო" დიდი გუნდია

AutoSharing Option
19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის I ტურის მატჩში მადრიდის "ატლეტიკომ" 3:1 დაამარცხა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი".

მასპინძელთაგან გოლები ბრაზილიელმა მცველმა მირანდამ, თურქმა ნახევარმცველმა არდა თურანმა და ბრაზილიელმა ფორვარდმა ლეო ბაპტიშტაომ გაიტანეს.

სტუმართაგან თავი ბრაზილიელმა ჰალკმა გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ "ზენიტის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ატლეტიკოს" დიდი გუნდი უწოდა, მასპინძელთა მწვრთნელი დიეგო სიმეონე კი კმაყოფილებას ვერ მალავდა:

"გუნდში წელიწად-ნახევრის წინ მოვედი და შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი გაიზარდა და ახლა ძალიან კონკურენტუნარიანია.

გუნდში ყველამ იცის, რომ თითოეული მათგანი საჭიროა საერთო წარმატებისთვის".

ამ შეხვედრაში ერთი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა
- ადრიან ლოპესმა ყბა გაიტეხა. ტრავმა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ "ატლეტიკოს" ფორვარდს სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია.

"მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა. მიხარია, რომ გუნდმა მოიგო. კარგია, როცა ასე იწყებ სეზონს", - დაწერა მოგვიანებით "ტვიტერზე" ლოპესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული