ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა: ლეოს და კრიშტიანოს უნაკლო სტარტი

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა ჯგუფური ეტაპის II ტურს იწყებს.

გაგაცნობთ პირველი ტურის სრულ სტატისტიკურ ანალიტიკას, რისთვისაც საიტ Whoscore.com-ს გამოვიყენებთ.

ამ საიტის რეიტინგის მიხედვით (რომელიც კომპლექსურად ითვლება), I ტურში ორმა ფეხბურთელმა ითამაშა უნაკლოდ და 10-იანიც დაიმსახურა - ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ.

ორივე მათგანმა პირველ ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა, რონალდომ კი ამას საგოლე პასიც დაურთო.

პორტუგალიელს კარგად დაწყებულის გაგრძელება შეუძლია; აი, არგენტინელი კი ამ უქმეებზე დაიმტვრა და III ტურამდე მოცდა მოუწევს.

3em;">ინდივიდუალური
ზოგადი სტატისტიკა
ბომბარდირები: 3 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 2 - ალექს ტეიშეირა (შახტარი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ტიაგო მოტა (პსჟ), უეინ რუნი (მან. იუნაიტედი).

ასისტენტები: 2 - ანხელ დი მარია (რეალი), ესეკილ ლავეცი (პსჟ), სამირ ნასრი (მან. სიტი).

I ტურში 56-მა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი და მხოლოდ ერთი (რომან ვაიდენფელერი, "ბორუსია") გააძევეს.

კარისკენ დარტყმები: 9 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 8 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 7 - ედინ ჯეკო (მან სიტი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), მარიო ბალოტელი (მილანი), სერხიო აგუერო (მან. სიტი), უეინ რუნი (მან. იუნაიტედი).

პასების სიზუსტე (მხოლოდ ვინც სასტარტოში იყო): 98,8% - ტონი კროოსი (ბაიერნი); 97,9 - რიო ფერდინანდი (მან. იუნაიტედი); 97,8 - შეიხუ კუიატე (ანდერლეხტი); 97,4 - უეინ რუნი (მან. იუნაიტედი); 97,1 - ტომაშ ჰორავა (პლზენი); 97 - მარკინიოსი (პსჟ).

დაცვითი სტატისტიკა
მოგებული საჰაერო დუელები: 8 - კრის სმოლინგი (მან. იუნაიტედი); 7 - ანჯელო ოგბონა (იუვენტუსი), კოლბეინ სიგტორსონი (აიაქსი); 6- ნემანია ვიდიჩი (მან. იუნაიტედი).

ორთაბრძოლა: 8 - ფაბრის ნსაკალა (ანდერლეხტი); 7 - აცუტო უჩიდა (შალკე), ლუბომირ ფეისა (ბენფიკა), მიჰაი პინტილიი (სტიაუა), ნემანია მატიჩი (ბენფიკა), ნური შაჰინი (დორტმუნდი).

პასის ჩაჭრა: 7 - ნაიჯელ დე იონგი (მილანი); 6 - ალბერტო დე ლა ბელა (რეალ სოსიედადი), ალექსანდარ კოლაროვი (მან. სიტი), ანდრე ალმეიდა (ბენფიკა), ბლეზ მატუიდი (პსჟ), დანი ნუნკეუ (გალათასარაი).

ჯარიმა: 7 - ფილიპ ჯურიჩიჩი (ბენფიკა), ჟოსუე (პორტუ); 6 - ლერინ დუარტე (აიაქსი).
მოგებული თამაშგარე: 5 - მარკინიოსი (პსჟ), ვენსან კომპანი (მან. სიტი); 4 - მიკელ გონსალესი (რეალ სოსიედადი).

ბურთის გამოტანა (სახიფათო ზონიდან): 13 - ლუკას სუკალა (სტიაუა); 12 - მანუელ ორტლეხნერი (აუსტრია), ოლოფ მელბერგი (კოპენჰაგენი).

დარტყმულის დაბლოკვა: 3 - ნიკოლა ლომბერტსი (ზენიტი).

2 ავტოგოლი I ტურში (ემილიო ისაგირე, "სელტიკი" და ხუან სუნიგა, "ნაპოლი").

შემტევი სტატისტიკა
მნიშვნელოვანი პასები: 5 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი), სამირ ნასრი (მან. სიტი); 4 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ანხელ დი მარია (რეალი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ნეიმარი (ბარსელონა).

წარმატებული დრიბლინგი: 8 - ალექს სანდრო (პორტუ); 6 - ჟიანელი იმბულა (მარსელი); 5 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ჯეკ უილშირი (არსენალი), კეისუკე ჰონდა (ცსკა).

ჯარიმა (მათ წინააღმდეგ): 6 - დანიელ როიერი (აუსტრია); 5 - მარკო ჰიოგერი (შალკე), პაულო მაშადო (ოლიმპიაკოსი), რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), საშა კლიესტანი (ანდერლეხტი), შტეფან ლიხტშტაინერი (იუვენტუსი), ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი).

თამაშგარე: 4 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), მარეკ ბაკოში (პლზენი).

პოზიციის დაკარგვა: 7 - ალექსანდარ მიტროვიჩი (ანდერლეხტი); 6 - იულიან დრაქსლერი (შალკე); 5 - დანიელ როიერი (აუსტრია).

ბურთის დაკარგვა: 7 - შინჯი კაგავა (მან. იუნაიტედი); 6 - სერხიო აგუერო (მან. სიტი); 5 - კრისტიან ანსალდი (ზენიტი), ოსკარი (ჩელსი), ვილიანი (ჩელსი).

პასების სტატისტიკა
პასები: 108 - ფილიპ ლამი (ბაიერნი); 96 - მაიკლ კერიკი (მან. იუნაიტედი); 94 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი); 89 - აარონ რემსი (არსენალი); 87 - დავიდ ალაბა (ბაიერნი), ტიაგო მოტა (პსჟ).

ჩაწოდებები (ზუსტი): 6 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 5 - დავიდ ალაბა (ბაიერნი), ფედერიკო პელუზო (იუვენტუსი); 4 - დიმიტრი პაიე (მარსელი), კოკე (ატლეტიკო), ანტონიო ვალენსია (მან. იუნაიტედი).

გრძელი პასები (ზუსტი): 15 - ნიკოლას ოტამენდი (პორტუ); 13 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი), დავიდ ლუისი (ჩელსი), ფერნანდო (პორტუ); 12 - მარკო ჰიოგერი (შალკე).

გუნდური
ზოგადი სტატისტიკა
Whoscore.com-ის რეიტინგი: 7,67 - ბარსელონა; 7,55 - რეალი; 7,52 - ბაიერნი; 7,43 - მანჩესტერ სიტი; 7,4 - შალკე; 7,28 - მანჩესტერ იუნაიტედი; 7,25 - ბენფიკა; 7,2 - პსჟ - 7,14 - მილანი; 7,08 - პორტუ, შახტარი.

კარისკენ დარტყმა: 27 - იუვენტუსი; 22 - მილანი; 20 - მანჩესტერ სიტი, ბაიერნი; 19 - ატლეტიკო; 18 - რეალი.

კარში დარტყმა: 12 - რეალი; 11 - იუვენტუსი; 9 - ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, პსჟ.

გაფრთხილება: 5 - შახტარი, ანდერლეხტი; 4 - ზენიტი.

ბურთის ფლობა: 68,9% - ბაიერნი; 67,3 - პორტუ; 62,5 - პსჟ; 60,2 - მანჩესტერ სიტი.

პასების სიზუსტე: 90,3 - ბაიერნი; 89 - მანჩესტერ იუნაიტედი; 88,7 - პსჟ; 88,1 - ბარსელონა; 88 - მარსელი.

საჰაერო დუელები (მოგებული): 27 - მანჩესტერ იუნაიტედი; 19 - იუვენტუსი; 18 - შალკე; 17 - კოპენჰაგენი.

ჯარიმა: 22 - შახტარი, 21 - ბენფიკა; 20 - ატლეტიკო, პორტუ

წარმატებული დრიბლინგი: 20 - პორტუ; 16 - მარსელი; 15 - სელტიკი, ბაიერნი; 13 - ცსკა.

Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული