ლონდონელები ბუქარესტში "სტიაუას" ესტუმრნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 4:0.
დუბლი რამირესმა (20, 55) შეასრულა, 44-ე წუთზე დანიელ გეორგიევსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, საბოლოო ანგარიში კი მატჩის ბოლო წუთზე ფრენკ ლემპარდმა დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
რა გასაკვირია, პორტუგალიელი სპეციალისტი უზომოდ კმაყოფილია, როგორც თამაშით, ისე შედეგით. მისი თქმით, გუნდმა ამ გამარჯვებით "ბაზელთან" I ტურში განცდილი მარცხისთვის (1:2) რეაბილიტაცია სრულებით შეძლო."გასვლაზე 4:0 -
"ჩელსი" ისე მოქმედებდა, როგორც ამას ვითარება მოითხოვდა. მაქსიმალურ ყურადღებას ბურთის გაკონტროლებას ვუთმობდით.
ვფიქრობ, სრულებით შევძელით რეაბილიტაცია "ბაზელთან" განცდილი მარცხის შემდეგ...
ახლა წინ "შალკესთან" ორი დაპირისპირება გვაქვს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში