რაფაელ ბენიტესი: თავიდანვე იგრძნობოდა, რომ "არსენალთან" წავაგებდით [VIDEO]

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ლონდონის "არსენალთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ. "არსენალმა" ორი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც
ჩვენი ძალების რწმენა დავკარგეთ.

მეორე ტაიმი ჩვენთვის უკეთესი იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალთან" ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა რთულია.

არა
მგონია, რომ ორნაირი "ნაპოლი" არსებობდეს: იგუაინით და მის გარეშე. ნათელია, რომ გონსალო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მის გარეშეც კარგად ვთამაშობთ. მაგალითად, რომ არა პანდევი, "ჯენოას" ვერ მოვუგებდით.

თავიდანვე იგრძნობოდა, რომ "არსენალთან" წავაგებდით. ახლა კონცენტრაცია
სხვა მატჩებზე უნდა გადავიტანოთ",
- თქვა ბენიტესმა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მილანური დეჟავუ ამსტერდამში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული