ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II ტური დასრულებულია - მთავარი სენსაციის ავტორი კი კვლავ "იუვენტუსია" - "ბებერმა ქალბატონმა" ვერც ახლა მოიგო.

6-ქულიანთა მარაქას შეუერთდნენ "რეალი", "პარი სენ ჟერმენი" და "ბაიერნი".

ახლა 8 ჯგუფიდან 7-ს ჰყავს ქულადაუკარგავი ლიდერი, გამონაკლისი მხოლოდ A ჯგუფია.

A ჯგუფი
ამ ჯგუფში ჯერ ყველაფერი წინაა - დონეცკელთა ბრაზილიელმა ტაისონმა 76-ე წუთზე გატანილი ბურთით დევიდ მოიესს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საგარეო გამარჯვება არ დაანება, ხოლო "ლევერკუზენმა" შინ უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოუგო "რეალ სოსიედადს".

ერთი რამის თქმა კი შეიძლება, რომ გამოიკვეთა
ესპანელთა აუტსაიდერობა.

შახტარი-მან. იუნაიტედი 1:1
გოლები: 0:1 უელბეკი (18), 1:1 ტაისონი (76)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - ფერნანდო (84. ილსინიო), ჰიუბშმანი - ტაისონი (91. ბერნარდი), ალექს ტეიშეირა, დუგლას კოშტა - ადრიანო (90. ფერეირა)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, კერიკი, ფელაინი (67. გიგზი), კლევერლი - ვან პერსი, უელბეკი (92. ჯონსი)
გაფრთხილება: ფელაინი, ვიდიჩი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 7-4 (5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 51 555
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
დევიდ მოიესი: იმედგაცრუებული ვარ, რომ ბურთის კონტროლი ვერ მოვახერხეთ

ლევერკუზენი-სოსიედადი 2:1
გოლები: 1:0 როლფესი (45), 1:1 ველა (52), 2:1 ჰეგელერი (92)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - ჰიბერტი, ვოლშაიდი, თოპრაკი, ბოინიში (69. ჩანი) - ბენდერი, რაინარტცი, როლფესი - სემი (85. ჰეგელერი), კისლინგი, სონი (68. კრუსი)
რეალ სოსიედადი (4-3-3): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - გორკა, ბერგარა, ზურუტუზა (90. როსი) - ველა, სეფეროვიჩი (68. აგირეჩე), გრიზმანი (68. კასტრო)
შენიშვნა: ველამ ვერ გაიტანა პენალტი (52)
გაფრთხილება: ლენო - გონსალესი, ველა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 25-11 (15-8); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 27 462
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 2 1 1 0 5-3 4
2. შახტარი 2 1 1 0 3-1 4
3. ლევერკუზენი 2 1 0 1 4-5 3
4. სოსიედადი 2 0 0 2 1-4 0

მომდევნო ტური
23 ოქტომბერი
ლევერკუზენი-შახტარი
მან. იუნაიტედი-სოსიედადი

B ჯგუფი
ტურინი შოკშია - ანტონიო კონტეს გუნდმა კიდევ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, თანაც, ახლა შინ.

"გალა", რომელსაც უკვე რობერტო მანჩინი გაუძღვა, კარგა ხანს წინ იყო დიდიე დროგბას გოლით, მაგრამ შემდეგ ვიდალმა და კვალიარელამ თითქოს ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეს, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ბულუთმა "ბებერ ქალბატონს" გამარჯვება არ დაანება.

აი, "რეალს" კი თავი ქუდში აქვს - სასწაული უნდა მოხდეს, რომ "სამეფო კლუბი" ვერ გავიდეს ამ ჯგუფიდან. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი დუბლი ვიხილეთ კრიშტიანო რონალდოს და ანხელ დი მარიას შესრულებით, ხოლო 66-ე წუთზე ბენზემა-დი მარია-რონალდოს კომბინაცია საფეხბურთო ქრესტომათიაშია შესატანი.

იუვენტუსი-გალათასარაი 2:2
გოლები: 0:1 დროგბა (36), 1:1 ვიდალი (78-პენ), 2:1 კვალიარელა (87), 2:2 ბულუთი (88)
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი (68. ფ. ლორენტე), კიელინი - პირლო - ლიხტშტაინერი (46. ისლა), ვიდალი, პოგბა, ასამოა - ტევესი, ვუჩინიჩი (26. კვალიარელა)
გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა - ებუე, კაია (25. ზანი), ჩეჯუ, რიერა (60. ამრაბატი) - მელო, ინანი - ბალთა, სნეიდერი (74. ბულუთი), ბრუმა - დროგბა
გაფრთხილება: მუსლერა, ზანი
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 25-6 (12-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 37 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
ანტონიო კონტე: გულდაწყვეტილი ვარ, რომ ვერ მოვიგეთ [VIDEO]
რობერტო მანჩინი: პენალტი არ იყო, არბიტრმა შეცდომა დაუშვა

რეალი-კოპენჰაგენი 4:0
გოლები: 1:0 რონალდო (21), 2:0 რონალდო (66), 3:0 დი მარია (71), 4:0 დი მარია (90)
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - დი მარია, მოდრიჩი (67. ისკო), ხედირა (74. მორატა), ილიარამენდი - ბენზემა (81. ხესე), რონალდო
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - გისლასონი, დელეინი, კლაუდემირი, ტუტუ (63. ბოლანიოსი) - ბრაატენი (67. ადი), იორგენსენი (73. კრისტენსენი)
გაფრთხილება: მოდრიჩი - ბრაატენი, დელეინი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 22-6 (11-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 69 347
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
კარლო ანჩელოტი: ტრიბუნებიდან სტვენაზე რეაქცია აღარ მაქვს [VIDEO]

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 2 2 0 0 10-1 6
2. იუვენტუსი 2 0 2 0 3-3 2
3. კოპენჰაგენი 2 0 1 1 1-5 1
4. გალათასარაი 2 0 1 1 3-8 1

მომდევნო ტური
23 ოქტომბერი
რეალი-იუვენტუსი
გალათასარაი-კოპენჰაგენი

C ჯგუფი
"პარი სენ-ჟერმენმა" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე "ბენფიკას" - სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლით გამოიჩინა თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

ბრიუსელში უპირატესობას "ანდერლეხტი" ფლობდა, მაგრამ მომენტს მომენტზე ანიავებდა, გოლები კი "ოლიმპიაკოსს" გაჰქონდა, უფრო ზუსტად, ერთ კაცს - კოსტას მიტროღლუს, რომელმაც ლიგის ამ გათამაშებაში მე-3 ჰეთ თრიქი შეასრულა (რონალდოს და ლეო მესის მერე).

პსჟ-ბენფიკა 3:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (5), 2:0 მარკინიოსი (25), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (30)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი (78. ზ. კამარა), მარკინიოსი, მაქსველი - მატუიდი, ვერატი (70. რაბიო), ტიაგო მოტა - ლავეცი (70. ლუკას მოურა), იბრაჰიმოვიჩი, კავანი
ბენფიკა (4-2-3-1): არტური - ანდრე ალმეიდა, გარაი, ლუიზაო, სიკეირა - ფეისა (29. ანდრე გომეში), მატიჩი - ე. პერესი, ჯურიჩიჩი (46. ლ. მარკოვიჩი), გაიტანი (66. სულეიმანი) - კარდოსო
გაფრთხილება: ვან დერ ვილი, ალექსი - გაიტანი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-8 (9-4); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 44 732
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანდერლეხტი-ოლიმპიაკოსი 0:3
გოლები: 0:1 მიტროღლუ (17), 0:2 მიტროღლუ (56), 0:3 მიტროღლუ (72)
ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - ჟილე, ნიუტინკი, კუიატე, ნსაკალა - კლიესტანი, ტიელემანსი - მ. ბრუნო, პრეტი (74. აჩეამპონგი), მ. სუარესი - მიტროვიჩი
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - მანიატისი, მანოლასი, სიოვასი, ბონგი - სამარისი, ნდინგა - ოლაიტანი (57. ფუსტერი), სავიოლა (66. ა. დომინგესი - 77. ჰოლებასი), ვაისი - მიტროღლუ
გამოუყენებელი პენალტი: მიტროვიჩი (25)
გაფრთხილება: ნსაკალა, მ. ბრუნო - სამარისი, მანიატისი, მანოლასი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 18-8 (7-5); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 17 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 2 2 0 0 7-1 6
2. ოლიმპიაკოსი 2 1 0 1 4-4 3
3. ბენფიკა 2 1 0 1 2-3 3
4. ანდერლეხტი 2 0 0 2 0-5 0

მომდევნო ტური
23 ოქტომბერი
ანდერლეხტი-პსჟ
ბენფიკა-ოლიმპიაკოსი

D ჯგუფი
ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" იოლად უმკლავდებოდა "მანჩესტერ სიტის", სანამ მოედანზე ჯეიმს მილნერი, ალვარო ნეგრედო და დავიდ სილვა გამოვიდოდნენ. მერე კი ინგლისელთათვის მეტისმეტად გვიანი აღმოჩნდა - 1:3.

"სიტიმ" მორიგი საჩემპიონთალიგო გამოცდა ჩააფლავა.

ცსკა-პლზენი 3:2
გოლები: 0:1 რაიტორალი (4), 1:1 ტოშიჩი (19), 2:1 ჰონდა (29), 3:1 რეზნიკი (78-საკ. კარში), 3:2 ბაკოში (90)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი - ვერნბლუმი, ვ. ელმი (73. მილანოვი) - ტოშიჩი, ჰონდა, ზუბერი (64. მარკ გონსალესი) - მუსა (89. ვიტინიო)
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჰუბნიკი, პროჰაზკა, რეზნიკი (84. პოსპიშილი) - ჰორვატი, ჰორავა (77. დურიში) - პეტრჟელა, კოლარი, კოვარიკი (70. ტეკლი) - ბაკოში
გაფრთხილება: - ჰორავა, ტეკლი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-10 (7-7); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 6 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანჩესტერ სიტი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 რიბერი (7), 0:2 მიულერი (56), 0:3 რობენი (60), 1:3 ნეგრედო (80)
მან. სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ფერნანდინიო, იაია ტურე - ხესუს ნავასი, აგუერო (70. სილვა), ნასრი (70. მილნერი) - ჯეკო (57. ნეგრედო)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - რობენი (78. შაჩირი), შვაინშტაიგერი (76. კირხჰოფი), კროოსი, რიბერი (85. გიოტცე) - მიულერი
გაფრთხილება: აგუერო, ნასრი, მილნერი - კროოსი
გაძევება: ბოატენგი (86. ბაიერნი)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 9-20 (2-13); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 43 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ:
ხოსეპ გვარდიოლა: ინგლისში რომ ვიგებ, ორმაგად ბედნიერი ვარ ხოლმე [VIDEO]

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 6-1 6
2. მან. სიტი 2 1 0 1 4-3 3
3. ცსკა 2 1 0 1 3-5 3
4. პლზენი 2 0 0 2 2-6 0

მომდევნო ტური
23 ოქტომბერი
ცსკა-მანჩესტერ სიტი
ბაიერნი-პლზენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული