იტალიელმა სპეციალისტმა დასძინა, რომ ტრიბუნებიდან სტვენა მისთვის ტრაგედია არაა.
2 ოქტომბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
წყვილ-წყვილად კრიშტიანო რონალდომ (21-ე, 66-ე წუთები) და ანხელ დი მარიამ (71-ე, 90-ე) გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
"კაცმა რომ თქვას, ტრიბუნებიდან სტვენა არცთუ ისე ცუდია... ასეთი რამ ჩემს თავს პირველად არ ხდება და მთელი ჩემი სტვენით გულშემატკივრები საკუთარ აზრს გამოხატავენ და მიანიშნებენ მწვრთნელს, რომ მის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან.
რაც შეეხება "რეალის" დღევანდელ თამაშს, გუნდი დასახული გეგმის მიხედვით გაისარჯა. თამაში ფლანგურ შეტევებზე გვქონდა აგებული", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა