ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 3 3 0 0 8-2 9
2. ზენიტი 3 1 1 1 2-3 4
3. პორტუ 3 1 0 2 2-3 3
4. აუსტრია 3 0 1 2 0-4 1
"ატლეტიკომ" "ერნსტ ჰაპელზე" დაამტკიცა, რომ მიუხედავად პრიმერას ბოლოს ტურში წაგებისა, ლაპარაკი მის კრიზისზე ნაადრევია.
ავსტრიელებმა ესპანელებს ამაში ხელი სერიოზულად შეუწყვეს იმით, რომ უხეში შეცდომების მთელი კასკადი დაუშვეს.
პირველი გოლისას კოკე და რაულ გარსია ორნი დარჩნენ მეკარესთან პირისპირ. მერე დიეგო კოშტამ თქვა თავისი სათქმელი, ბურთი მოედნის ცენტრი
"აუსტრიას" ერთადერთი რეალური შანსი პირველი ტაიმის ბოლოს მიეცა, თუმცა "როხიბლანკო" ხარიხამ იხსნა.
ზედიზედ მესამე გამარჯვებით მადრიდელებმა, პრაქტიკულად, გაინაღდეს პლეი ოფის საგზური.
აუსტრია-ატლეტიკო 0:3
გოლები: 0:1 რ. გარსია (8), 0:2 დ. კოშტა (20), 0:3 დ. კოშტა (54)
აუსტრია (4-3-2-1): ლინდერი - დილავერი, როგული, ორტლეხნერი, ზუტნერი - მადერი, ჰოლანდი, სტანკოვიჩი (14. კინასტი) - იუნი (75. სპირიდონოვიჩი), როიერი (85. ლეოვაცი) - ჰოზინერი
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, ალდერვეირელდი, ფილიპე (46. ინსუა) - ტიაგუ, გაბი - თურანი, რ. გარსია (81. ადრიანი), კოკე - დ. კოშტა (60. კ. როდრიგესი)
გაფრთხილება: ჰოზინერი, ჰოლანდი, კინასტი, ზუტნერი - გარსია, გაბი, ხუანფრანი
კარში დარტყმა: 7-19 (2-8) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 12-12 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 45 675
* * *
"დრაგაუზე" თამაში მოულოდნელად დაიწყო და ასევე გაგრძელდა. მასპინძელი მე-7 წუთზევე კაცნაკლული დარჩა.
პაოლო ტალიავენტომ, ჩვენი აზრით, მეტისმეტი სიმკაცრე გამოიჩინა, როცა უკვე "გაყვითლებულ" ექტორ ერერას საჯარიმოდან დროზე ადრე გამოსვლისთვის მეორე ყვითელი უჩვენა.
"პორტუმ" არ შეიმჩნია დანაკლისი და "ზენიტს" სერიოზული ბრძოლა გაუმართა. "დრაკონებმა" მეტოქეს ბევრ საფეხბურთო კომპონენტში აჯობეს, თუმცა ბოლო წუთებზე გადაღლილებს ისევ "თავისიანმა" გამოუსვა ცელი.
ექსპორტუელმა ჰალკმა კერჟაკოვს გაატანინა. "პორტუს" ამის მერეც ჰქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ სტუმარი მეკარემ იხსნა.
პორტუ-ზენიტი 0:1
გოლები: 0:1 კერჟაკოვი (86)
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, სანდრო - ერერა, ფერნანდო, ლ. გონსალესი (86. გილასი) - ლიკა (53. ვარელა), ჯ. მარტინესი, ჟოზუე (75. დეფური)
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ანსალდი, ნეტუ, ლომბერტსი, სმოლნიკოვი (80. კრიშიტო) - შატოვი ფაიზულინი - დანი, არშავინი (65. ზირიანოვი), შიროკოვი (71. კერჟაკოვი) - ჰალკი
გაფრთხილება: ერერა, ლ. გონსალესი, ჯ. მარტინესი - ფაიზულინი, შიროკოვი
გაძევება: ერერა (7) -
კარში დარტყმა: 31-22 (10-9) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 10-10 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 31 109
მომდევნო ტური
6 ნოემბერი:
ზენიტი-პორტო, ატლეტიკო-აუსტრია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"