მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონამ" ერთადერთი შეცდომა არ გვაპატია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩის შედეგით "მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი დარჩა.

22 ოქტომბერს, "სან სიროზე" "მილანმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1. მასპინძლები მე-9 წუთზე რობინიოს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ლიონელ მესის გასათანაბრებლად 15 წუთი დასჭირდა...

"ჩემმა შეგირდებმა კარგი თამაში აჩვენეს. ჩვენ "ბარსელონას" სივრცეებს ვუზღუდავდით, თავად კი მომენტების შექმნას კონტშეტევებზე ვცდილობდით. დაცვაში მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით და ამისთვის უმალ დავისაჯეთ.

არადა, დღეს ჩვენ გაცილებით მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე წინა სეზონის მატჩში ("ბარსელონასთან" 1/8-ფინალში), რომელიც ანგარიშით 2:0
მოვიგეთ.

ასეა თუ ისე, ეს შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია, რადგან ორი ქულით ვუსწრებთ "სელტიკს".

რაც შეეხება კაკას, მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც გუნდზე მუშაობს.

"ბარსელონასთან" თამაშის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა კონცენტრაციას ენიჭება, რადგან ამ გუნდის ფეხბურთელები ნებისმიერ წერტილში უეცრად ჩნდებიან. თუმცა ჩვენი დაცვა, ჰავბეკებისა და ფორვარდების დახმარებით, სავსებით გაუმკლავდა ამოცანას.

კარგად ვითამაშეთ შეტევაშიც და მთლიანობაშიც, გუნდის გარჯით კმაყოფილი დავრჩი",
- აქვეყნებს ალეგრის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. H ჯგუფი: ფრე "ბარსას" სასარგებლოდ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული