არსენ ვენგერი: იმედგაცრუებაც გუნდის ზრდის პროცესის ნაწილია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილი იყო ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, რომელმაც მარცხი გამარჯვების გადაჭარბებულ წყურვილს დააბრალა.

22 ოქტომბერს, ლონდონში გამართულ შეხვედრაში "მეთოფეებმა" დორტმუნდის "ბორუსია" მიიღეს და ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

ანგარიში სტუმრებმა მე-16 წუთზე ჰენრიხ მხითარიანის გოლით გახსნეს. ვენგერის შეგირდებმა პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჟირუს გოლით გაათანაბრეს.

გამარჯვების გოლი დორტმუნდელებმა 82-ე წუთზე შეაგდეს - რობერტ ლევანდოვსკიმ შჩესნის კარი დაახლოებით 12 მეტრიდან დალაშქრა და "არსენალის" იუბილარ თავკაცს დაბადების დღე ჩაუმწარა.

"ასეთი მარცხი ძალიან საწყენია.
როგორც ჩანს, დღეს შეტევაში არცთუ კარგად გავისარჯეთ, თუმცა აშკარა უპირატესობას ვფლობდით მაშინ, როდესაც "ბორუსიამ" მეორედ გაგვიტანა.

წავაგეთ იმიტომ, რომ ზედმეტად გვწყუროდა გამარჯვება. დაგვავიწყდა ის, რომ როცა მოგებას ვერ ახერხებ, იმდენი მაინც უნდა შეძლო, რომ არ წააგო.

სწორედ ისაა ყველაზე საწყენი, რადგან მოედანზე თავი დავდეთ...

შეხვედრის დასაწყისში ზედმ
ეტად ვნერვიულობდით, რითაც მეტოქეს თავდაჯერება შევმატეთ. "არსენალი" არასაკმარისად სწრაფი იყო. შემდეგ წინ "ბორუსია" გავიდა და როდესაც ცუდად იწყებ, კიდევ უფრო ძნელი ხდება თამაშის დალაგება.

მიუხედავად ამისა, პირველივე ტაიმში შევძელით ამოცანის გადაჭრა, მეორე ტაიმში კი უპირატესობაც მოვიპოვეთ. უბრალოდ, ჩვენ დაგვავიწყდა, რომ სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა. სწორედ სიფრთხილე გვაკლდა, რისთვისაც დავისაჯეთ.

თუკი პირველმა გოლმა გაგვირთულა ამოცანა, მეორე, შეიძლება ითქვას, თავად მივართვით დორტმუნდელებს.

თამაში მაღალ სისწრაფეზე წარიმართა, თუმცა სახიფათო მომენტები გუნდებს მრავლად არ შეუქმნიათ. "ბორუსია" ორგანიზებულად მოქმედებდა და არ გვაძლევდა ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალებას.

იმედგაცრუება - ეს იმ პროცესის ნაწილია, რომლითაც გუნდი იზრდება. დიახ, რამდენიმე ჩემი ფეხბურთელი ახლა ძალიან ნირწამხდარია.

ძალიან ძლიერი ჯგუფი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პლეი-ოფში გასვლა. ოღონდ, მიზნის მისაღწევად სტუმრად დადებითი შედეგის მიღწევა დაგვჭირდება",
- აქვეყნებს ვენგერის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. F ჯგუფი: "დორტმუნდმა" "არსენალი" მიწაზე დაუშვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული