ისტორია გვეუბნება, დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს!

AutoSharing Option
ლონდონში გამარჯვების შემდეგ დორტმუნდელებმა თავიანთ ისტორიას გადახედეს და ძალიან საინტერესო რამ აღმოაჩინეს: როცა "ბორუსია" ინგლისში იგებს, საბოლოოდ ევროთასს ეუფლება!

"არსენალთან" გამარჯვება (2:1) "დორტმუნდისთვის" ნისლიან ალბიონზე მხოლოდ და მხოლოდ მესამე მოგება იყო 9 თამაშიდან. პირველი ორი გამარჯვების შემდეგ კი დორტმუნდელები საბოლოოდ თასსაც ეუფლებოდნენ.

"ბორუსიამ" ინგლისში პირველად 1965/66 წლების სეზონში, მაშინდელ თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში მოიგო - მაშინ "ვესტ ჰემი" გასვლაზე 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც ფინალში "ლივერპული" დაამარცხა და თასს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ პირველი ევროთასი გერმანული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში.

მეორე
გამარჯვება "ბორუსიამ" ნისლიან ალბიონზე 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოიპოვა: დორტმუნდელებმა მანჩესტერში "იუნაიტედი" 1:0 დაამარცხეს, ფინალში კი ტურინის "იუვენტუსს" 3:1 მოუგეს და ჩემპიონთა ლიგის თასი აიღეს.

ახლა კი "ბორუსიამ" მესამედ შეძლო ინგლისში მოგება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ამას დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: სამწუხაროა, რომ არსენ ვენგერმა დაბადების დღეზე წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული