უეფამ "რეალი"-"იუვენტუსის" მატჩის არბიტრი დასაჯა

AutoSharing Option
უეფას ხელმძღვანელობა გერმანელ არბიტრ მანუელ გრეფეს მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი მატჩების განსჯის ნებას აღარ დართავს.

ეს გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგაში 23 ოქტომბერს გამართულ "რეალისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებას უკავშირდება, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შეხვედრას სწორედ გრეფე სჯიდა, რომელმაც 48-ე წუთზე "იუვენტუსის" მცველ ჯორჯო კიელინის კრიშტიანო რონალდოსთვის სახეში ხელის ჩარტყმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

გრეფემ გაწეული სამუშაოსთვის უეფასგან საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო.

"ეს ნიშნავს, რომ გრეფეს კვალიფიკაცია არ შეესაბამება ისეთი პრინციპური მატჩების დონეს, როგორიც "რეალი"-"იუვენტუსი" იყო და მას ალბათ ვერც ვნახავთ ჩემპიონთა
ლიგის პლეი-ოფის შეხვედრებში.

ჯგუფური ეტაპების შეხვედრებშიც, რომელშიც ის იმსაჯებს, სრულებით სხვა დონის იქნება",
- თქვა საერთაშორისო კატეგორიის ექს-მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ.

რაც შეეხება გრეფეს, ამ სეზონში მან სხვადასხვა ტურნირის 11 მატჩში იმსაჯა, უჩვენა ექვსი ყვითელი და ხუთი წითელი ბარათი და დანიშნა ხუთი პენალტი.

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსი": ანტონიო კონტეს ექსპერიმენტი
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. B ჯგუფი: გოლანდო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
როდის მერე უნდა შეეშვათ ძვირფასო ჟურნალისტებო საკუთარი სიმპატიების აშკარად გამოვლენას.
არაპ
09:43 30-10-2013
0
უშველის ეგ მერე იუვეს? კარგით რააააა
gabro
19:53 26-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული