ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. A ჯგუფი: სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
A ჯგუფის მატჩები გოლების გარეშე გავიდა - სან სებასტიანში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერაფერი მოუხერხა "რეალ სოსიედადს", ხოლო დონეცკში "შახტარმა" - "ლევერკუზენს".

ჯგუფიდან გასვლა ვერავინ გაინაღდა და ამის შანსი ყველამ შეინარჩუნა, თუმცა ბასკებს, რომელთაც პირველი ქულა მოიპოვეს, ჯგუფიდან გასასვლელად დიდი სასწაულის მოხდენა მოუწევთ.

სწორედ ამ შეხვედრით დავიწყებთ, რომელშიც ძირითადი მოვლენები მას მერე დატრიალდა, რაც მოედანზე რობინ ვან პერსი ვიხილეთ. ჰოლანდიელმა ორიოდე მეტრიდან ძელს გაარტყა ბურთი, მალე კი პენალტი შეასრულა და... ბურთი ისევ ძელს გაარტყა.

მასპინძელთა კარში პენალტს საეჭვო ეთქმოდა - მარკელ ბერგარამ
უბურთო ეშლი იანგს დაქაჩა ხელი. გუნდებმა ფეხბურთის მოყვარულები გოლით ვერ გაახარეს, თუმცა ბოლო წუთზე მეორე ყვითელი ბარათი (და შესაბამისად, წითელი) მიიღო ბელგიელმა მარუან ფელაინიმ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 8 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის გერმანიაში.

აი, გერმანელებმა კი "შახტარის" ინტენსიურ შეტევებს (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში გაუძლეს) და უკრაინიდან შინ ქულა წაიღეს. დიდებულად თამაშობდა "ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენო.

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. A ჯგუფი
შახტარი-ლევერკუზენი 0:0
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - ფერნანდო, ჰუბშმანი - დუგლას კოშტა (78. ტაისონი), ალექს ტეიშეირა, ბერნარდი (65. ილსინიო) - ფერეირა (78. ადრიანო)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ბიონიში - ბენდერი, როლფესი, კასტრო (69. ჩანი) - სონი (78. ჰეგელერი), კისლინგი, სემი (93. კრუზე)
გაფრთხილება: ფერეირა, ალექსი - ბენდერი, ბიონიში, ჩანი
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17-11 (9-7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
სოსიედადი-იუნაიტედი 0:0
სოსიედადი (4-2-1-3): ბრავო - კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა - პარდო (72. ჩაბი პრიეტო), ზურუტუზა - ველა, აგირეჩე (64. გ. კასტრო), გრიზმანი (80. სეფეროვიჩი)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი (63. ვან პერსი), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, ფელაინი, გიგსი, კაგავა (91. ჯონსი) - რუნი, ერნანდესი (64. ე. იანგი)
შენიშვნა: ვან პერსიმ (69) ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: ბერგარა - ფელაინი, ევრა
გაძევება: ფელაინი (90)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-6 (1-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 998
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 4 2 2 0 6-3 8
2. ლევერკუზენი 4 2 1 1 8-5 7
3. შახტარი 4 1 2 1 3-5 5
4. სოსიედადი 4 0 1 3 1-5 1

მომდევნო ტური
27 ნოემბერი:
ლევერკუზენი-იუნაიტედი, შახტარი-სოსიედადი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული