დიახ, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ყველაფერი გარკვეულია - მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი" ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ. მოსკოვის ცსკა-ს აქვს შანსი, ინგლისურ გუნდს ქულებით გაუთანაბრდეს, მაგრამ რადგან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მეორე ადგილზე ვერ აინაცვლებს.
მოკლედ, არმიელებს ევროპალიგის საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა.
"მანჩესტერ სიტიმ" სრული უპირატესობით წარმართა ცსკა-სთან შეხვედრა, ხუთი გოლი გაიტანა და უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა. შეუჩერებელნი იყვნენ კუნ აგუერო და ალვარო ნეგრედო
მთლიანობაში, მანჩესტერელებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს; შედეგის გარდა, სანახაობაც დადეს და გულშემატკივართა ოვაციები დაიმსახურეს.
"სიტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშია. ამას "ქალაქელები" დიდხანს ელოდნენ...
პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" სულ უფრო ემსგავსება "ბარსელონას" - "პლზენთან" შეხვედრაში ბავარიელებს, ბურთის ფლობის მხრივ, კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს და მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
გვარდიოლამ კვლავაც უარი თქვა გამოკვეთილ ცენტრფორვარდზე და წინა ხაზზე მარიო გიოტცე გაამწესა - დაახლოებით ისე, როგორც "ბარსელონაში" იყენებდა ლეო მესის... მაგრამ მესი მესია, გიოტცე კი გიოტცე - გერმანელთა შეტევებს დამგვირგვინებელი აკლდა და ეს დამგვირგვინებელი მარიო მანჯუკიჩი გახლდათ...
ბალკანელი 59-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 65-ეზე გახსნა კიდეც ანგარიში. მანჯუკიჩის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, "ბაიერნმა" მეოთხე შეხვედრაც მოიგო.
მატჩისშემდეგომი კომენტარი:
ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონას" რეკორდის გაუმჯობესებას ვაპირებ
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. D ჯგუფი
მან. სიტი-ცსკა მ. 5:2
გოლები: 1:0 აგუერო (3-პენ.), 2:0 აგუერო (21), 3:0 ნეგრედო (30), 3:1 დუმბია (45), 4:1 ნეგრედო (51), 4:2 დუმბია (71-პენ.), 5:2 ნეგრედო (90).
მან. სიტი (4-2-3-1): პანტილიმონი - საბალეტა, ნასტასიჩი, დემიკელისი, კლიში - ფერნანდინიო (46. მილნერი), ი. ტურე - ნასრი (76. ხესუს ნავასი), აგუერო, სილვა (66. კოლაროვი) - ნეგრედო.
ცსკა მ. (4-3-2-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - მილანოვი (46. ელმი), ჰონდა (79. ვიტინიო), ვერნბლუმი - მუსა (46. ცუბერი), ტოშიჩი - დუმბია.
გაფრთხილება: ი. ტურე - ტოშიჩი.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 5-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15-8(9-6); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 55 000
პლზენი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 მანჯუკიჩი (65).
პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რატორალი, ჩისოვსკი, პროჩაზკა, ჰუბნიკი (71. რეზნიკი) - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა, კოლარი, დურისი (86. პოშპისილი) - ტეჩლი (87. ბაკოში).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, კონტენტო, ალაბა - ლამი - მიულერი (59. მანჯუკიჩი), შვაინშტაიგერი (59. მარტინესი), კროოსი, რიბერი - გიოტცე (87. ვაიზერი).
გაფრთხილება: ჰუბნიკი, კოლარი, ჰორვატი (პლზენი).
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 10-6; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 8-16(1-9); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 20 000
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 12-1 12
2. მან. სიტი 4 3 0 1 11-6 9
3. ცსკა მ. 4 1 0 3 6-12 3
4. პლზენი 4 0 0 4 2-12 0
მომდევნო ტური
27 ნოემბერი:
ცსკა მ. - ბაიერნი, მანჩესტერ სიტი - პლზენი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"