ანტონიო კონტე: ვფიქრობ, დღეს მოედანზე საუკეთესო იკერ კასილიასი იყო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მადრიდის "რეალთან" გამართულ შეხვედრაში კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის გარჯით.

5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ტურინელებმა "სამეფო კლუბს" უმასპინძლეს და ფრეს დასჯერდნენ - 2:2.

კონტე მიიჩნევს, რომ მასპინძლები მეტს იმსახურებდნენ, ვიდრე ფრეს.

"ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. განსაკუთრებით კარგი პირველი ტაიმი გამოგვივიდა - ყველაფერს ისე ვაკეთებდით, როგორც დავგეგმეთ.

ეს ჩვენთვის მეექვსე მატჩი იყო ბოლო 18 დღის განმავლობაში და ნორმალურია, ასეთ ვითარებაში ცოტა დაღლა რომ შეგეტყობა.

რა თქმა უნდა, ისეთ ფეხბურთელებთან გამკლავება, როგორიც რონალდო ან
ბეილია, ასევე დიდ ენერგიას გართმევს. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ წარმატებით გავართვით თავი ამოცანას.

ვფიქრობ, დღეს მოედანზე საუკეთესო იკერ კასილიასი იყო, ჩვენ კი მეტს ვიმსახურებდით; თუმცა, როდესაც ისეთ გუნდებს ეპაექრები, როგორიც "რეალია" და ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც რამდენიმე წუთში მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, ყველაფერი მთლად შენზე აღარაა დამოკიდებული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
გახარებული ვარ, რადგან დავინახე, როგორ იბრძოდნენ ჩემი ფეხბურთელები მოედანზე. ჩვენ შეგვწევს ძალა, "რეალის" დონეზე ვითამაშოთ, რაც ორი კვირის წინ მადრიდშიც დავადასტურეთ. ამ თამაშის შემდეგ კი, მგონია, უფრო გავძლიერდით", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. B ჯგუფი: არც გამარჯვება და არც სიკვდილი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული