ხერარდო მარტინო: ისე უნდა ვითამაშოთ, რომ "მილანი" დაცვაში არ ჩაიკეტოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ისე უნდა ვითამაშოთ, რომ "მილანი" დაცვაში არ ჩაიკეტოს. კარგად უნდა ვიმოძრაოთ, რადგან სისტემის გატეხვა რთულია.

მატჩს თანაბარ პირობებში ვხვდებით. ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ სიტყვებს, რომ დიადი კლუბები კრიზისში არიან. "მილანს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს და დიადი ისტორია გააჩნია.

შესაძლოა, "მილანს" საუკეთესო დრო არ უდგას, მაგრამ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ.

ეს მატჩი გადამწყვეტია, რადგან შეგვიძლია მოვიგოთ და 1/8-ფინალის საგზური ორი ტურით ადრე გავინაღდოთ",
- თქვა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ
"ბარსელონა"-"მილანის" მატჩი 6 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული