ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 4 4 0 0 12-2 12
2. ზენიტი 4 1 2 1 3-4 5
3. პორტუ 4 1 1 2 3-4 4
4. აუსტრია 4 0 0 4 0-8 0
ზენიტი-პორტუ 1:1
გოლები: 0:1 ლუჩო გონსალესი (23), 1:1 ჰალკი (28)
ზენიტი (4-3-2-1): ლოდიგინი - ანსალდი, ჰუბოჩანი, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი (81. ზირიანოვი), შიროკოვი (67. არშავინი), ფაიზულინი - დანი (28. კერჟაკოვი), შატოვი - ჰალკი
პორტუ (4-3-2-1): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - ფერნანდო, ლუჩო გონსალესი (86. გილასი), დეფური - ჟოსუე (76. ლიკა), ვარელა - ჯ. მარტინესი
გამოუყენებელი პენალტი: ჰალკი (52. ზენიტი)
გაფრთხილება: შატოვი,
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-21 (6-11); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 17 786
მესამე ტურში განცდილი მარცხის გამო "პორტუმ" რევანში ვერ აიღო და სანკტ-პეტერბურგიდან შინ მხოლოდ ქულით დაბრუნდა.
სტუმრები ლუჩო გონსალესის თავურით კი დაწინაურდნენ, მაგრამ ჰალკმა წონასწორობა ძალიან მალე, ზუსტად ხუთ წუთში აღადგინა, მეორე ტაიმის დებიუტში კი ბრაზილიელს ყოფილი გუნდის კარში მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ "ზენიტის" შემტევმა პენალტი ვერ გამოიყენა.
ამ ქულამ მასპინძლები უფრო გაახარა, რადგან მომდევნო ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი უმოტივაციოდ დარჩენილ "ატლეტიკოს" ხვდება, რომელთანაც 3 ქულის აღების შემთხვევაში რუსები ცალი ფეხით ჯგუფიდან გასულები იქნებიან.
* * *
ატლეტიკო-აუსტრია 4:0
გოლები: 1:0 მირანდა (11), 2:0 რაულ გარსია (25), 3:0 ფილიპე ლუიში (45), 4:0 დიეგო კოშტა (82)
ატლეტიკო (4-4-1-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ადრიანი (46. ოლივერ ტორესი), ტიაგო (56. გილავოგი), გაბი, კოკე (66. კ. როდრიგესი) - რაულ გარსია - დიეგო კოშტა
აუსტრია (4-1-4-1): ლინდნერი - კოხი, რამსენბერგი, ორტლეხნერი, ლეოვაცი - ჰოლანდი - როიერი, მადერი (68. დილავერი), შიმკოვიჩი (53. ჰოზინერი), მურგი (52. ზუტნერი) - კინასტი
გამოუყენებელი პენალტი: დიეგო კოშტა (75. ატლეტიკო)
გაფრთხილება: რამსენბერგი, ორტლეხნერი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 23-7 (15-4); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 29 841
"ატლეტიკომ", როგორც მოსალოდნელი იყო, "აუსტრიას" დიდი ანგარიშით მოუგო და არა მარტო მერვედფინალის საგზური მოიპოვა, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც კი გაინაღდა.
ამ გამარჯვების შემდეგ დიეგო სიმეონეს მომდევნო ტურებში ექსპერიმენტების ჩატარების და წამყვანი ფეხბურთელების დასვენების საშუალება ექნება, გუნდი კი მთლიანად პრიმერა დივიზიონზე გადაერთვება.
პენალტი აქაც ვერ გამოიყენეს - დიეგო კოშტას ჰაინც ლინდნერმა აჯობა. "აუსტრიას" გოლკიპერმა (უკვე) ესპანელ ფეხბურთელს კიდევ ოთხი ურთულესი ბურთი აუღო, მაგრამ 82-ე წუთზე კოშტამ მაინც გაიტანა და შვებით ამოისუნთქა.
მომდევნო ტური
26 ნოემბერი:
ზენიტი-ატლეტიკო, პორტუ-აუსტრია