ა გ თ მ გ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 3 1 0 9-2 10
2. მილანი 4 1 2 1 5-5 5
3. აიაქსი 4 1 1 2 3-7 4
4. სელტიკი 4 1 0 3 2-5 3
ბარსელონა-მილანი 3:1
გოლები: 1:0 მესი (30-პენ.), 2:0 ბუსკეტსი (40), 2:1 პიკე (45-საკ. კარში), 3:1 მესი (83).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი (88. სონგი), ბუსკეტსი, ინიესტა (78. ფაბრეგასი) - სანჩესი, ნეიმარი (85. პედრო), მესი.
მილანი (4
გაფრთხილება: სანჩესი - აბატე, მუნტარი, დე იონგი.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 16-4(6-1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 80 000
ჯგუფის და შესაძლოა, ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართა, სადაც "ბარსელონამ" "მილანს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
"როსონერი" კრიზისშია. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მაინცდამაინც "ბარსელონას" გააკრავდა ბეჭებზე კატალონიაში.
მასპინძლებმა სრული უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და მთლიანობაში, დამსახურებულად მოიგეს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ანგარიში ესპანელებმა მსაჯის მიერ მოგონილი თერთმეტმეტრიანით გახსნეს - ინაციო აბატესთან ორთაბრძოლაში ნეიმარი მინდორზე დაეცა და არბიტრმა ხელი ნიშნულისკენ გაიშვირა.
არადა, აბატეს თამაშის წესები არ დაურღვევია.
"ბარსამ" სულ მალე მეორე გოლიც გაიტანა - მასპინძლებმა სტანდარტული გამოიყენეს, როდესაც საჯარიმოში ჩაჰკიდეს ბურთი და იქ უკვე თავური დარტყმით ბუსკეტსი გამოირჩა.
მატჩს ინტრიგა კაკამ დაუბრუნა, როდესაც ტაიმის მიწურულს შესანიშნავი რეიდი გამოაცხო და პიკეს ბურთი საკუთარ კარში ჩააჭრევინა.
მეორე ნახევარში მილანელებმა სცადეს თამაშის გადარჩენა და შეეძლოთ კიდეც გატანა, მაგრამ ორი-სამი რეალური შანსი გაატანეს ქარს. აქტიურობდა მარიო ბალოტელი, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. იტალიელთა იმედებს 83-ე წუთზე მოეღო ბოლო, როდესაც ლიონელ მესიმ ფაბრეგასთან კედელი გაითამაშა, ბრწყინვალედ მოასპარეზე კრისტიან აბიატისთან პირისპირ დარჩა და მორიგი გოლი მიითვალა აქტივში.
"ბარსელონამ" მოიგო და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი ვინმეს დაუთმოს; "მილანი" კი "აიაქსს" უნდა უმადლოდეს, რომ ჯერ კიდევ მეორე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.
მატჩის შემდეგ:
ხერარდო მარტინო: "მილანთან" მატჩი ლიონელ მესიმ ჩვენთვის მოიგო
მასიმილიანო ალეგრი: გვეშველება, როცა ყველა ტრავმირებული გამოჯანმრთელდება
* * *
აიაქსი-სელტიკი 1:0
გოლი: 1:0 შიონე (51).
აიაქსი (4-3-3): სილისენი - ვან რჰინი, ველტმანი, დენსვილი, ბოილესენი - ბლინდი, კლაასენი (82. პოულსენი), სერერო (72. ფიშერი) - შიონე, დე იონგი, სიგტორსონი (90. ვან დერ ჰორნი).
სელტიკი (4-4-1-1): ფორსტერი - ლუშტიგი, ამბროსი, ვან დიკი, მალგრიუ - სტოუკსი (73. ბოერიგტერი), კომონსი (81. პუკი), კაიალი (77. ლედლი), ისაგირე - ფორესტი - სამარასი.
გაფრთხილება: ისაგირე, სამარასი (სელტიკი).
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10-9(7-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 50 000
ამსტერდამში "აიაქსმა" "სელტიკს" უმასპინძლა და როგორც იქნა, სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ჰოლანდიელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და ის ერთი გოლი ალალად დაიმსახურეს.
მატჩის გმირი შიონეა, რომელმაც მთელი თამაში ბრწყინვალედ ჩაატარა და აშკარად საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში.
ამრიგად, "აიაქსმა" ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა და მომდევნო ტურში "ბარსელონას" სატურნირო მოტივაციით დაუხვდება.
მომდევნო ტური
26 ნოემბერი
სელტიკი-მილანი, აიაქსი-ბარსელონა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"